ვაკანსიები
HR ბიზნეს პარტნიორი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” აცხადებს ვაკანსიას HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასაქმების ვადა: 1 წელი, გაგრძელების პერსპექტივით (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი)
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: “გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” (UNGCNG) წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.
“გაეროს გლობალური შეთანხმება” (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 140-ზე მეტი წევრი ჰყავს.
სამუშაო აღწერილობა:
** შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა დასწრების/სამუშაო საათების აღრიცხვა;
** ყოველწლიური შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ბაზის შექმნა და მართვა;
** თანამშრომელთა ეფექტიანობის მართვისა და განვითარების ციკლის დანერგვა და მხარდაჭერა;
** ახალი თანამშრომლების მოძიების პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზება;
** HR პროცედურების შექმნა, მართვა და შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველი მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ცოდნა კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ;
** ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი);
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
** CV, ორი რეკომენდატორის მითითებით, ინგლისურ ენაზე
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
** პირველი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა
** მეორე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 ივლისი, 12:00 სთ. საბუთები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@unglobalcompact.ge.
დანიშნულების ველში მიუთითეთ: HR ბიზნეს პარტნიორი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
იხილეთ ვაკანსია ბრაუზერის ცალკე ჩანართში.