GE

კრისტალი

  • ორგანიზაცია:

    ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი"

  • ზომა:

    მსხვილი

  • სექტორი:

    საფინანსო

  • საკონტაქტო პირი:

    მაია ქობალია

  • ტელ:

    +995 322 02 20 20

  • ელ. ფოსტა:

    m.kobalia@crystal.ge

  • მისამართი:

    ქუთაისი, ნიკეას ქ. 22

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ არის განვითარების პლატფორმა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 20 წლის წინ დაიწყო და დღეს ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს, მთელი საქართველოს მასშტაბით- 50-ზე მეტი ფილიალით და დასაქმებული ყავს 1,000+ ადამიანი.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მიზანი 1-ის მისაღწევად კომპანიას კომპლექსური მიდგომა აქვს. “კრისტალის” საქმიანობის მისია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებაა საქართველოში, ამასთანავე “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის” ფარგლებში, ხელს უწყობს ახალგაზრდებში დასაქმების და მეწარმეული საქმიანობის გაძლიერებას, რომელიც მე-8 მიზნის მიღწევასაც მოიცავს. ხარისხიანი განათლების მიმართულება მიზნად ისახავს როგორც კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისათვის და საფინანსო სექტორში მუშაობით დაინტერესებული პირებისათვის კრისტალში პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად, კრისტალი 2016 წელს შეუერთდა WEPs – ს, როგორც ერთ-ერთი პირველი, იმ 5 ქართულ კომპანიას შორის, რომელთაც ხელი მოაწერეს WEPs-ის პრინციპებს. კრისტალი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის დამყარებას შემდეგი აქტივობებით: “კრისტალმა” 2017 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობით შეიმუშავა ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმა.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანია არ აცხადებს ღია კონკურსს საპროექტო იდეების მისაღებად, თუმცა მზად არის პარტნიორული პროექტების განხორციელებისთვის სათანადო წინადადებების განსახილველად.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა