ბიზნესი თანასწორობისთვის
პლატფორმა – „ბიზნესი თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით, თემატური შეხვედრები ტარდება. სფეროები საკმაოდ ფართოა – აქცენტი კეთდება ქალთა გაძლიერებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ახალგაზრდებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებზე, LGBTQI უფლებებზე, ხანდაზმულებსა და წევრი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სხვა პრიორიტეტულ თემებზე.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, იქმნება პარტნიორული პროექტების ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, კონკრეტული პროექტის იდეის განხორციელებაზე მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებენ.