Infrastructure Construction Companies Association/ICCA
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ორიენტირებულია მუდმივ განახლებაზე, გაფართოებასა და განვითარებაზე, და ღიაა იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ, რომელთა ხედვაც თანხვედრაშია ასოციაციის მიზნებსა და მიმართულებებთან.