მიმდინარე პროექტები
-
ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში - მეორე ფაზა
პროექტის სახელწოდება: ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში – მეორე ფაზა
დონორი: შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შვედეთის მთავრობა)
განმახორციელებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
ბიუჯეტი: 26 700 000 შვედური კრონა
ვადები: 2024 -2027პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია დააჩქაროს ადგილობრივი ბიზნესის გავლენა მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) ამბიციური გეგმების დასახვით, ანგარიშვალდებულების გაძლიერებით, თანამშრომლობის ხელშეწყობითა და ხელსაყრელი გარემოს შექმნით. იგი ფოკუსირებულია საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობაზე ისეთი ჩარჩოს მეშვეობით, რომელიც ბიზნესს მდგრადი განვითარების მიზნების სტანდარტებთან აახლოებს.
ძირითადი მიზნები მოიცავს კორპორაციული მდგრადობის შესახებ საჯარო პოლიტიკის გაძლიერებას ადვოკატირებისა და დიალოგის მეშვეობით და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მდგრადობის უზრუნველყოფას, რათა წარმართოს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში ბიზნესის ჩართვის პროცესი.დოკუმენტი:
-
მდგრადი ბიზნესი პასუხისმგებლიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (SustainableBiz4EaP)
პროექტის სახელწოდება: მდგრადი ბიზნესი პასუხისმგებლიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (SustainableBiz4EaP)
დონორი: შვედეთის ინსტიტუტი
განმახორციელებლები: Östgruppen (შვედეთი), იაროსლავ მუდრის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა), Swedwatch (შვედეთი), Asociatia Obsteasca Institutul pentru Busines si Drepturile Omului din Republica Moldova (მოლდოვა), ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტი ერლანგენ-ნიურნბერგი, ადამიანის უფლებების ცენტრი ერლანგენ-ნიურნბერგი (გერმანია) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.
ბიუჯეტი: 78 500 შვედური კრონა
ვადები: 2024 წლის 1 სექტემბერი – 2026 წლის 31 აგვისტოპროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მდგრადი აღდგენის ხელშეწყობა ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის გზით.
კომპანიები გვთავაზობენ პროდუქტებსა და მომსახურებას, ქმნიან სამუშაო ადგილებს და შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სიღარიბის შემცირებაში. თუმცა, ბიზნესის მიერ ადამიანებსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის რისკი მნიშვნელოვანი რჩება და კრიზისის, შეიარაღებული კონფლიქტის ან კანონის უზენაესობის არარსებობის პირობებში კიდევ უფრო იზრდება.
პროექტი მოიცავს ბიზნეს აქტორების, პროფესიული კავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი სათანადო შეფასების თაობაზე; რეკომენდაციების მორგებასა და განახლებას რეგიონის სხვადასხვა მონაწილე მხარისთვის კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით და “მდგრადი ბიზნეს ჰაბის” შექმნას დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციისა და დიალოგის გასამარტივებლად.