მიღწევები
ჩვენ მედიაში
გაიზარდა მაყურებლის/მედიის ცნობიერება კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე და არსებულ საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკაზე წამყვან ბიზნესგადაცემებში (საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტვ პირველი) ახალი რუბრიკის შექმნის შედეგად.
პარტნიორული პროექტების ფასილიტაცია
ფასილიტაცია გაეწია 10-ზე მეტ პარტნიორულ პროექტს ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
ორგანიზაციას ახალი გამგეობა ჰყავს
აირჩა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ახალი გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარე.
კორპორაციული ჯილდო 2020
გაიმართა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020, რომელიც წინა წლებთან შედარებით საკონკურსო აპლიკაციების მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა.
ვებინარების სერია პანდემიის ჭრილში
ჩატარდა ბიზნესისთვის 10 ვებინარი კრიზისის მართვასა და მდგრადი ბიზნეს საქმიანობის წარმართვის მიმართულებით COVID-19 პანდემიის ჭრილში.
ახალი პარტნიორული ურთიერთობები
დამყარდა ახალი სტრატეგიული თანამშრომლობები თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან და საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან.
სარეკომენდაციო პაკეტი ბიზნესი და ადამიანის უფლებების თემაზე
მომზადდა 2021-2030 წლების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისთვის სარეკომენდაციო პაკეტი ბიზნესი და ადამიანის უფლებების თემაზე.
თანამშრომლობის მემორანდუმი IFC-სთან
გაფორმდა 4 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC)
- 1
- 2