გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ
გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ 2023 წლიდან ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (COP) ფორმა შეცვალა. გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ კერძო სექტორს არაერთ უპირატესობას სთავაზობს.
ანგარიშგება იქნება ელექტრონული – კითხვარის ფორმით. ანგარიშგების ვებგვერდზე შეავსებთ ონლაინ კითხვარს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და მმართველობით საკითხებს.
-
გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ
კითხვარი საშუალებას აძლევს მონაწილეებს:
- სანდოობის და ბრენდის ფასეულობის გაზრდას კორპორაციული მდგრადობის, ათი პრინციპის და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევის დემონსტრირებით;
- პროგრესის გაზომვას;
- ინფორმაციის მიღებას, სწავლისა და მუშაობის მუდმივ გაუმჯობესებას; და
- კორპორაციული მდგრადობის მსოფლიოს უმსხვილეს, უფასო და საჯარო მონაცემებზე წვდომის გზით, სხვა კომპანიებთან საკუთარი პროგრესის შედარების.
ანგარიშგების ატვირთვის ვადა ყველა წევრისთვის იქნება 2024 წლის 1 აპრილიდან – 31 ივლისამდე პერიოდში. გაითვალისწინეთ, რომ CoP-ის შევსება სავალდებულოა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყველა წევრისთვის. გაეცანით 2024 წლის “გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (ENG)” პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე დამატებითი კითხვების შემთხვევაში იხილეთ “ხშირად დასმული შეკითხვები (ENG)”. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების კითხვარის შევსება ამ დროში არ მოხდება, წევრი კომპანიის/ორგანიზაციის სტატუსი იქნება non-communicating.
-
როგორ ვამზადებთ ანგარიშგებას – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ
1 ნაბიჯი: იცოდეთ მოთხოვნები
კომუნიკაცია პროგრესის შესახებ ორი ნაწილისგან შედგება: ხელმძღვანელის წერილი და კითხვარი.
ხელმძღვანელის წერილი არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ იცავთ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს. წერილი არის სტანდარტული ყველა კომპანიისთვის, რომელიც იქნება ონლაინ პლატფორმაზე. საჭირო იქნება მხოლოდ ხელმოწერა და კომპანიის მონაცემების შევსება.
ანგარიშგების ვებ-გვერდზე შეავსებთ ონლაინ კითხვარს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და მმართველობით საკითხებს. COP-ი კითხვარის შეფასება არ მოხდება. მიზანი არის მხოლოდ გამჭვირვალობისა და პროგრესის ხელშეწყობა.
შენიშვნა: 2024 წელს გაქვთ შესაძლებლობა, რომ კითხვარის შევსების ნაცვლად აირჩიოთ მდგრადობის ანგარიშის ატვირთვა.
COP-ის მოთხოვნების შესრულებისთვის, ხელმძღვანელმა წერილს ხელი ონლაინ უნდა მოაწეროს და შეავსოს კითხვარი 2024 წლის 31 ივლისამდე. ნახეთ კითხვარის ნიმუში და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ხელმძღვანელის წერილის შესახებ.
2 ნაბიჯი: იცოდეთ ვადები
კომპანიებმა ანგარიშგება უნდა მოამზადონ 24 წლის 1 აპრილიდან 31 ივლისამდე, იმისთვის რომ შეინარჩუნონ აქტიური სტატუსი გაეროს გლობალურ შეთანხმებაში. მხოლოდ მიმდინარე წელს.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 31 ივლისამდე ვერ მოამზადებს ანგარიშგებას ელექტრონულად, მას ექნება ‘non-communicating’ სტატუსი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 2024 წლის 31 დეკემბრამდე არ შეავსებს კითხვარს, ის გარიცხული იქნება გაეროს გლობალური შეთანხმებიდან 2025 წლის 1 იანვრიდან
ანგარიშგების ახალი წესის მიხედვით, ანგარიშგების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა შესაძლებელი აღარ იქნება.
დეტალური ინფორმაციისთვის COP-ის მოთხოვნების შესახებ, იხილეთ COP პოლიტიკის დოკუმენტი.
3 ნაბიჯი: მოამზადეთ ანგარიშგება
- ელექტრონულად მოაწერეთ ხელი ხელმძღვანელის წერილს.
- გაეცანით COP კითხვარს, იმისთვის, რომ შეძლოთ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება. კითხვარის ნიმუში იხილეთ აქ.
- გამოიყენეთ COP- ს სახელმძღვანელო კითხვებზე პასუხების გაცემის ინსტრუქციისთვის.
- დაიწყეთ ინფორმაციის შეგროვება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნიმუში, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმაციის შეგროვების პროცესში და COP-ისთვის საჭირო პროგრესის გამოკითხვის მონაცემთა შემაჯამებელი ცხრილი, გვ. 74 (ENG).
- დარწმუნდით, რომ გაქვთ წვდომა unglobalcompact.org-ის ვებ-პლატფორმაზე თქვენი კომპანიის გვერდზე. იმისათვის, რომ შეძლოთ ანგარიშგების შევსება, გაეროს გლობალური შეთანხმების ვებგვერდზე აუცილებლად უნდა იყოთ რეგისტრირებული, როგორც საკონტაქტო პირი.
- იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო, რათა შეძლოთ ვებგვერდზე რეგისტრაცია საკონტაქტო პირად.
4 ნაბიჯი: შეავსე და ატვირთე ანგარიშგება
მას შემდეგ რაც გაქვთ….
- ✓ პასუხი გაცემული ყველა კითხვაზე
- ✓ ელექტრონულად ხელმოწერილი ხელმძღვანელის წერილი
- ✓ ატვირთული გაქვთ რელევანტური დოკუმენტები, მხოლოდ თქვენი სურვილის შემთხვევაში. დამატებითი დოკუმენტების ატვირთვა არაა სავალდებულო
- ✓ გადაამოწმეთ შევსებული ინფორმაცია
… მზად ხართ საბოლოოდ ატვირთოთ ანგარიშგება.
5 ნაბიჯი: ატვირთული ანგარიშგების ვიზუალიზაცია
ანგარიშგების ატვირთვის შემდეგ თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია ხდება საჯარო. თქვენ შეძლებთ შევსებული კითხვარის PDF ფორმატში ჩამოტვირთვას.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ანგარიშებისა და პუბლიკაციების მომზადების დროს.
გჭირდებათ დახმარება?
დაგვიკავშირდით: [email protected] (გაეროს გლობალური შეთანხმება)
[email protected] (გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი)