GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG) საქართველოში დაარსებული არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც, ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალური შეთანხმების ოფისთან (GCO), ქვეყანაში გაეროს გლობალური შეთანხმების პოპულარიზაციისა და ათ პრინციპთან ბიზნეს ოპერაციების შესაბამისობის გასაუმჯობესებლად.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

2020 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობა მხარდაჭერილი იყო შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, CSEP პროგრამის ფარგლებში. ასევე, 2020 წელს ახალ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან.