GE

BP ექსფლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი

  • ორგანიზაცია:

    BP ექსფლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი

  • ზომა:

    მსხვილი

  • სექტორი:

    ნავთობი და გაზი

  • საკონტაქტო პირი:

    რუსუდან მეძმარიაშვილი

  • ტელ:

    +995 32 2593400

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    თბილისი, იალბუზის ქ. 14

კომპანიის შესახებ:
BP 25-ზე მეტი წელია, საქართველოში საქმიანობს. კომპანიამ პარტნიორებთან ერთად, დღემდე 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ენერგო და მდგრადი განვითარების პროექტებში.
ყოველდღიურად, მსოფლიოს ნახშირწყალბადების 1% საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზარზე გადის.
წარმატებული ოპერირების პირველი მაგალითია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი, რომელიც 1990 წლიდან ყოველდღიურად 100 000 ბარელ ნავთობს აწვდის მსოფლიო ბაზარს.
2000 წლის დასაწყისში კომპანიამ დაიწყო 2 მსხვილი ნავთობის და გაზის მილსადენის პროექტზე მუშაობა. ორივე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ენერგორესურსებით ამარაგებს საერთაშორისო ბაზრებს.

პრიორიტეტული მიმართულებები:
კომპანიის პრიორიტეტები განსაზღვრულია მდგრადი განვითარების მიზნებზე დაყრდნობით: სიღარიბის აღმოფხვრა, გენდერული თანასწორობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო მოქმედებები და მულტისექტორული თანამშრომლობა.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანია აცხადებს წინადადებების მიღების კონკურსს მდგრადი განვითარების პროექტებზე. სასპონსორო პროექტებს კი კონკურსის გარეშე იღებს ნებისმიერი ფორმატით და განიხილავს.

CEO
,,BP პასუხისმგებლობას იღებს ღიად ითანამშრომლოს დაიტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი მიზანია სარგებელი მოვუტანოთ ჩვენი პროექტების პარტნიორებს, ქვეყნებს და მოსახლეობას მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. მსხვილი საერთაშორისო მასშტაბის ენერგოპროექტების უსაფრთხო და საიმედო ოპერირება ჩვენი ვალდებულებაა. ვაგრძელებთ ფართო მასშტაბიანი მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელებას ქვეყნის და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებზე დაყრდნობით.”

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა