COS - შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია
COS – Concept Of Safety არის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებში. ჩვენი განსაკუთრებული უნარი კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. ჩვენ გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველა ორგანიზაცია განვითარებული, ხოლო დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. გვჯერა ორგანიზაციების პოტენციალის და სწორედ ამ პოტენციალის მხარდაჭერაში ვხედავთ COS – Concept Of Safety-ს მთავარ როლს.
ნამდვილი, სარწმუნო, ენერგიის მომცემი და ქმედებების მასტიმულირებელი ხედვა და მისია სათავეს მისი დამფუძნებლებისა და მმართველი გუნდის მისწრაფებებში, სურვილებსა და ამბიციებში იღებს სწორედ ამიტომაც მრავალწლიანი პირადი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, შევქმენით კომპანია COS – Concept Of Safety. კომპანიამ შეიმუშავა შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მომსახურების სრული პაკეტი, რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს, შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებთან სწორად მუშაობა-დანერგვაში.
მომსახურება მოიცავს:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სრულ მომსახურებას
- შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას
- შრომის უსაფრთხოების აკრდიტირებული სპეციალისტით უზრუნველყოფას
- სავალდებულო შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ციფრულად ჩატარებას
- გარემო ფიზიკური ფაქტორების გაზომვას
- ტექნიკური ინსპექტირება და სისტემური აუდიტს
- სახანძრო უსაფრთხოებას
- შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა სამშენებლო სექტორში
- სამართლებრივი მხარდაჭერას
- სურსათის უვნებლობის და ხარისხის სპეციალისტის მომსახურებას