დი პი ეი კონსალტინგი
დი პი ეი კონსალტინგი ფოკუსირებულია შემდეგი ტიპის საკონსულტაციო და შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე: სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ჩატარება, მომხმარებელთა და დასაქმებულთა განწყობების შესწავლა, ორგანიზაციული და პროექტების სისტემის მონიტორინგი და შეფასება (M&E); პროექტის/პროგრამის შეფასება, საჭიროებების შეფასება, ინსტიტუციური განვითარება, პოლიტიკის დაგეგმვა, ინფორმაციისა და მონაცემების მართვა და მსგავსი მომსახურების სახეები. გარდა ამისა, ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას.
პრიორიტეტული მიმართულებები:
იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია საკონსულტაციო სფეროში საქმიანობს და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მონიტორინგს და შეფასებას, პოლიტიკის დაგეგმვას, სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობას და შესაძლებლობების განვითარებას, ასევე, მას მჭიდრო შეხება აქვს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
CEO:
ორგანიზაციის საქმიანობა – კვლევები, განვითარების პროგრამების შეფასებები, შემუშავებული სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტები – ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრას, საზოგადოებაში უთანასწორობის შემცირებას, მდგრად ურბანულ განვითარებას და სხვ. აღნიშნულ აქტივობებს შეაქვთ წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.