ჰილტონ ბათუმი
კომპანიის შესახებ:
“ჰილტონი” სტუმართმასპინძლობის სფეროს წამყვანი გლობალური კომპანიაა მსოფლიო კლასის 18 ბრენდის პორტფოლიოთი, რომელიც მოიცავს 6400-ზე მეტ სასტუმროსა და ერთ მილიონზე მეტ სასტუმრო ნომერს 119 ქვეყანაში.
“ჰილტონი” საქართველოს ბაზარზე შემოვიდა “ჰილტონის” ბრენდის სასტუმროთი 2015 წელს, ბათუმში. ორიენტირებულია რა, საკუთარი ძირითადი ხედვის ხორცშესხმაზე – აღავსოს დედამიწა სტუმართმოყვარეობის სითბოთი და სინათლეთი, “ჰილტონმა” თავისი 100-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, 3 მლრდ-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. “ჰილტონმა” დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს საუკეთესო სამუშაო ადგილების 2020 წლის ჩამონათვალში და ნომინირებული იყო 2020 წლის გლობალური ინდუსტრიის ლიდერად დოუ-ჯონსის მდგრადობის ინდექსების მიხედვით.
პრიორიტეტული მიმართულებები:
მინიმალური ხელფასის დაწესება, 50%-50% ქალთა და მამაკაცთა განაწილება მენეჯერულ პოზიციებზე, ნარჩენების შემცირება/გადამუშავება, საკვების და სხვადასხვა ნივთების დონაციაში მონაწილეობის მიღება.
პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანიას პარტნიორული პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს ღია თანამშრომლობისთვის სამოქალაქო ორგანიზაციებთან.
CEO
,,ჰილტონში ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი ადამიანების დახმარება და მხარდაჭერაა. ჩვენთვის მთავარი არა მხოლოდ ისაა თუ რა გავაკეთეთ და როგორ, არამედ ის თუ ვინ წავწიეთ წინ და ვის დავეხმარეთ.”