KPMG საქართველო
კომპანიის შესახებ:
KPMG საქართველო არის ფინანსური აუდიტის, საკონსულტაციო, საგადასახადო, იურიდიული და მომსახურების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი საქართველოში. კომპანია კლიენტებს სთავაზობს დიდ გამოცდილებას, ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და ფართო ინდუსტრიულ და სექტორულ ცოდნას, რაც მათ კონკურენტებთან შედარებით, კონკურენტუნარიანობის განვითარებაში ეხმარება.
საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:
ხარისხიანი განათლება: თანამშრომლებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო სასწავლო კურსების უზრუნველყოფა; პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ყოველწლიურად სოციალურად დაუცველი ბავშვების კომპიუტერებით უზრუნველყოფა.
პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, კომპანიამ არაერთი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ინიციატივების წარდგენისას, ორგანიზაციები მოწმდება მათი სტატუსის, გამოცდილების, ფინანსური ანგარიშისა და საქმიანობის გამჭვირვალობის საფუძველზე.
CEO
,,მოხარულნი ვართ, რომ ერთად შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ სოციალური ცვლილებების განსახორციელებლად და მოვახდინოთ პოზიტიური ზემოქმედება საზოგადოებაზე.”