GE

მაკდონალდს საქართველო

  • ორგანიზაცია:

    მაკდონალდს საქართველო

  • სექტორი:

    კვება

  • მისამართი:

  • ტელეფონი:

  • ელ.ფოსტა:

გამონაბოლქვის შემცირება

უკვე წლებია, ფუნთუშეულს და ბოსტნეულს ადგილობრივი მომწოდებლებისგან ვიღებთ, რაც იმპორტირებულთან შედარებით პროდუქციის ტრანსპორტირების მანძილს საგრძნობლად ამცირებს, ამით ხელს ვუწყობთ გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირებას და ვზრუნავთ ბუნებაზე.

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობა

ჩვენი რესტორნების საპარკინგე ადგილებზე ელექტრომობილების სატენ სადგურებს ვამონტაჟებთ, რითაც ხელს ვუწყობთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება

ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრის სახურავზე 1000 მზის პანელი დავამონტაჟეთ, რომელიც ჯამურად წლის განმავლობაში 538 853 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მზის პანელებს 2021 წლიდან ვამონტაჟებთ ახალ გახსნილ რესტორნებშიც, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების კიდევ უფრო შესამცირებლად.

ჰიპოალერგიული ხავსის კედლების მონტაჟი

ჩვენს რესტორნებში ეტაპობრივად ვამონტაჟებთ ჰიპოალერგიულ მწვანე ხავსის კედლებს, რომლებიც ჰაერის ტენიანობის ხარისხის გაუმჯობესებასა და ე.წ. Carbon Footprint-ის შემცირებაში გვეხმარება.

ქაღალდის გადამუშავება

ჩვენი ყველა რესტორნის მასშტაბით გროვდება და გადამუშავდება გადასამუშავებლად ვარგისი ქაღალდის ნარჩენები.

საკვები ზეთის ბიოდიზელად გადამუშავება

ჩვენს რესტორნებში გამოყენებული საკვები ზეთი გროვდება და იგზავნება გადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც ბიოდიზელად გარდაიქმნება, რომელიც საავტომობილო საწვავად გამოიყენება.

სრულად ეკო-მეგობრულ შეფუთვაზე გადასვლა

ჩვენი პროდუქტების შეფუთვის სრულად ეკო-მეგობრული ტრანსფორმაცია დასრულდა სალათის პლასტმასის შეფუთვის ქაღალდის შეფუთვით ჩანაცვლებით.

ჰეფი მილში პლასტმასის სათამაშოების ჩანაცვლება

ჰეფი მილის პლასტმასის სათამაშოები სრულად ბიოდეგრადირებადი, ეკოლოგიურად სუფთა შაქრის ლერწმისგან დამზადებული სათამაშოებით შევცვალეთ.

პლასტმასის კოვზებისა და ჩანგლების ჩანაცვლება

მაკდონალდსის ყველა რესტორანში პლასტმასის კოვზები და ჩანგლები ხისგან დამზადებული, სრულად ბიოდეგრადირებადი კოვზებითა და ჩანგლებით ჩავანაცვლეთ.

ცვლილებები გამაგრილებელი სასმელის შეფუთვაში

პლასტმასის თავსახური ამოვიღეთ რესტორანში შეკვეთილი გამაგრილებელი სასმელიდან. რაც შეეხება პლასტმასის საწრუპს, მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში ვაწვდით მომხმარებელს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა