ქართული კრედიტი
მისია
ჩვენი მისიაა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები მცირე მეწარმეებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ჩვენი ღირებულებებია
პასუხისმგებლიანი დაკრედიტება
მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს კლიენტებს განავითარონ ბიზნესი და აიმაღლონ კეთილდღეობა.
სოციალური პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, გამჭვირვალობა და ინდივიდუალური მიდგომა სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი ინსტრუმენტებია.
სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ბაზრისთვის ისეთი საფინანსო პროდუქტების მიწოდებას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ნაწილის ფინანსურ კეთილდღეობას.
პროფესიული ზრდა
კომპანიას მკაფიოდ ესმის, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური და მოტივირებული გუნდით. თანამშრომლების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რაც საბოლოოდ ხარისხიან მომსახურებას განაპირობებს.
| “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (კსპ) არის ბიზნესის უწყვეტი ვალდებულება საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც გულისხმობს მუშახელის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, როგორც მათ ოჯახებში, ისე მთლიანად თემსა და საზოგადოებაში.” კსპ-ს ჩვენეული გაგება ეფუძვნება იმ ფუნდამენტურ რწმენას, რომ თანამიმდევრული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ემყარება ეთიკურ სტანდარტებს, საერთაშორისო ნორმებს, პრაქტიკასა და ძირითად ღირებულებებს, არის ბიზნეს წარმატების საფუძველი. მდგრადი განვითარება დიდ გავლენას ახდენს: ეკონომიკურ ზრდაზე, ეკოლოგიურ ბალანსსა და სოციალურ პროგრესზე. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გაძლიერებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი ვალდებულებას იღებს, რომ აქტიურად შეუწყობს ხელს საერთაშორისოდ აღიარებულ კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს, შრომითი და უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვასა და უკეთეს მმართველობას. ჩვენი ინიციატივა ემყარება კომპანიის ღრმა რწმენას, რომ კორპორაციული წარმატება და სოციალური კეთილდღეობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. კომპანიის ხედვა სოციალური ქმედების ძალის (SPTF)შესახებ არის ის, რომ სოციალური ქმედების მართვა (SPM)არის სტანდარტული ბიზნეს პრაქტიკა. იგი წარმოადგენს მიკროდაფინანსების საფუძველს და ადგენს უნივერსალურ სტანდარტებს ყველა მიკროსაფინანსო დაწესებულებისათვის. სოციალური ქმედების შესრულების ძირითადი პრინციპები გულისხმობს შემდეგი პუნქტების დაცვას: განსაზღვრე და აკონტროლე სოციალური მიზნები; დარწმუნდი, რომ საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების საქმიანობა ემსახურება სოციალურ მიზნებს; შექმენი კლიენტის საჭიროებებსა და უპირატესობებზე მორგებული პროდუქცია, სერვისები და მიწოდების არხები; პასუხისმგებლობით მოეკიდე კლიენტებს; პასუხისმგებლობით მოეკიდე თანამშრომლებს; დააბალანსე ფინანსური და სოციალური საქმიანობა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის მიზანია, დანერგოს ზემოთმოყვანილი სტანდარტები თავის ყოველდღიურ საქმიანობაში და გახდეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებისა და ეთიკის დაცვის ფლაგმანი ქართულ ბაზარზე და გახდეს მისაბაძი მაგალითი სხვა დაწესებულებებისათვის. |