GE

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP)

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • მისამართი:

    თბილისი, საქართველო

  • ტელეფონი:

    +995 599 724 751

  • ელ.ფოსტა: [email protected]

დაარსების დღიდან GLIPმა 230 პროექტი განახორციელა. ორგანიზაციის წევრებმა 340 მოხსენება წარადგინეს სხვადასხვა კონფერენციების, სიმპოზიუმების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარებისთვის. წევრები  ეხმარებიან ასობით ადამიანს, ვისაც იურიდიული მხარდაჭერა სჭირდება საქართველოში.

მისია

ორგანიზაციის მთავარი მისია მდგომარეობს ადვოკატის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაში, ადვოკატთა იურიდიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების, აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მიზანი

ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოებასა და მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გააზრება, ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის, შესაბამისი კვალიფიკაციის, პროფესიული ეთიკისა და რეპუტაციის ამაღლება.

ისტორია

ორგანიზაციის შექმნა უკავშირდება ადვოკატთა კორპუსისთვის შექმნილ იმ რთული გამოწვევების პერიოდს, როცა ადვოკატის როლი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საკმაოდ შესუსტებული იყო, ადვოკატის ფუნქცია არასწორად გააზრებული, მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მინიმუმამდე დაყვანილი, იურიდიული განათლების და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა კი სუსტად განვითარებული.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა