GE

სს სვის კაპიტალი

  • ორგანიზაცია:

    სს სვის კაპიტალი / JSC Swiss Capital

  • სექტორი:

    მიკროსაფინანსო / MFO

  • მისამართი:

    თბილისი, წერეთლის გამზ. #118, პირველი პავილიონი / 118 Akaki Tsereteli Ave, #1 Hall, Tbilisi

  • ტელეფონი:

    (032) 2 300 300

  • ელფოსტა: info@swisscapital.ge

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 30 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

ამჟამად, სვის კაპიტალი დაკომპლექტებულია 430 პროფესიონალით. არსებობის 14-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ შეძლო მომხმარებლისა და პარტნიორების ნდობის მოპოვება. დღეს სვის კაპიტალი ასოცირდება სწრაფ და ხარისხიან, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებულ მომსახურებასთან. 

Fitch Ratings-ის შეფასება და სვის კაპიტალის ობლიგაციები

2018 წელს მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას სტაბილური კომპანიის სტატუსი მიანიჭა. 2019 წლის მარტში, სვის კაპიტალმა წარმატებით გამოუშვა 10 მილიონი ლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც გამოშვების ფასის 100.00% ღირებულებით გაიყიდა.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა