თიბისი ლიზინგი
სს თიბისი ლიზინგი დაარსდა 2003 წელს და დღეის მდგომარეობით, 3,000-მდე კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 82%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 400 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია.
თიბისი ლიზინგში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. კომპანიის გუნდის მუშაობა, სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის პროდუქტებსა და სერვისს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.
ჩვენ ვაფინანსებთ კომპანიებს შემდეგი სფეროებიდან:
- მედიცინა
- მშენებლობა
- დეველოპმენტი
- სერვისი
- გზის მშენებლობა
- სოფლის მეურნეობა
- წარმოება
- ვაჭრობა
- HoReCa
- მრეწველობა
- განახლებადი ენერგიები
- ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია
- პოლიგრაფია
კომპანია მუდმივად ანვითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომწოდებლებთან და დღეს პარტნიორთა სიაში არიან ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა: BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა.
აგრეთვე, თიბისი ლიზინგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა – „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, იაფი აგრო-სესხი“.