GE

ვისოლ ჯგუფი

  • ორგანიზაცია:

    ვისოლ ჯგუფი

  • ზომა:

    მსხვილი

  • სექტორი:

    ნავთობი და გაზი

  • საკონტაქტო პირი:

    რუსუდან კბილაშვილი

  • ტელ:

    032 2 915 315

  • ელ. ფოსტა: pr@wissol.ge
  • მისამართი:

    ი. ჭავჭავაძის გამზ. 7ბ

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორია 20 წლის წინ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით დაიწყო. დღეს „ვისოლი“ უკვე ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ქსელის ბიზნესსაც ავითარებს. „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, ავტომომსახურების ქსელი “ვიანორ ჯორჯია”, უძრავი ქონების კომპანია MP Development, სარეკლამო კომპანია”ალმა”, სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი”, ამერიკულიი რესტორნების ქსელი “ვენდის საქართველო”, ამერიკული რესტორნების ქსელი “დანკინი”.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ამ ეტაპზე პრიორიტეტულია გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და პანდემიის დროს, ხანდაზმული ადამიანების დახმარება.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ დროს შეუძლია, მოგვმართოს იდეით.

CEO:

“ვისოლ ჯგუფის” წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, გვსურს, წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაში. ძლიერი ბიზნესი ნიშნავს დასაქმებულ ადამიანებს, ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მაღალპროფესიულ ადამიანურ კაპიტალს და ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ხარისხი წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის მთავარ ღირებულებას. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებით, მომხმარებლებს “ვისოლის” უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ. ბიზნესის მენეჯმენტსა და მომსახურებაში ინოვაციური სტანდარტების დანერგვით, ხელს ვუწყობთ იმ საზოგადოების ცხოვრების სტანდარტების  განვითარებას, რომელშიც ვცხოვრობთ, და იმ ინდუსტრიების, სადაც ვმუშაობთ. გარდა ამისა, “ვისოლი” პასუხისმგებლობას იღებს გარემოს დაცვაზე და ახორციელებს სოციალურ ინვესტიციებს, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ახორციელებს სათემო პროექტებს საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის. “ვისოლი” იზიარებს GC– ს პრინციპებს და უფრო მეტიც, პირადად ჩემთვის პატივია ვიყო GC საქართველოს ადგილობრივი ქსელის თავმჯდომარე.”

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა