GE

გამგეობა

სოფიო ჩაჩანიძე

გამგეობის თავმჯდომარე, განვითარების კონსალტინგის ლიდი, მმართველი პარტნიორი - ACT

ვრცლად

სოფიო ჩაჩანიძე

გამგეობის თავმჯდომარე, განვითარების კონსალტინგის ლიდი, მმართველი პარტნიორი - ACT

სოფოს მენეჯმენტისა და განვითარების კონსალტინგის მიმართულებით კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო უწყებებთან კოლაბორაციის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. სოფო ეისითიში განვითარების კონსალტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს კომპანიის სერვისების გაფართოებასა და ინტერნაციონალიზაციას კავკასიის რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის რეგიონსა და აზიაში.

მისი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილია სტრატეგიული პარტნიორობების დამყარება, დონორებთან ურთიერთობის ფასილიტაცია, მრავალქვეყნიანი და კომპლექსური ინიციატივების მართვა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების პრიორიტეტებთან ორგანიზაციული შესაძლებლობების შესაბამისობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მართვა.

სოფო აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივობებში საგანმანათლებლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამების გზით, რომელთა მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების მედეგობის და ეფექტიანობის ზრდა მდგრადი შედეგების მისაღწევად. კარიერის განმავლობაში სოფო ჩაჩანიძე ჩართულია ისეთი ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, კარგი მმართველობის პრაქტიკების დანერგვასა და ეკონომიკურ განვითარებას.

იზა გოცაძე

აჭარისწყალი ჯორჯია

ვრცლად

იზა გოცაძე

აჭარისწყალი ჯორჯია

იზა გოცაძეს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და  განახლებადი ენერგიის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. როგორც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მმართველი გუნდის წევრი, იზა გოცაძე  ხელს უწყობს სტრატეგიული ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება, უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას როგორც კომპანიის შიგნით და მედიასთან, ასევე, სტეიკჰოლდერებთან და სხვა საკვანძო მოთამაშეებთან ენერგეტიკის სექტორში.

იზა გოცაძე, ასევე, ფლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში საქმიანობის ფართო გამოცდილებას.

ლარისა პატარაია

Start Business Solutions

ვრცლად

ლარისა პატარაია

Start Business Solutions

ლარისა პატარაია – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის Start – Business Solutions მმართველი პარტნიორია. არის ბიზნეს კონსულტანტი,  SME და Angel ინვესტორი, ბიტკოინ ასოციაციის თანადამფუძნებელი.

ლარისა პატარაია ფლობს მართვის 20 წლიან გამოცდილებას. უკვე 11 წელია, ეწევა ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობას და ეხმარება ორგანიზაციებს გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესში.

ლარისა პატარაია, ამავდროულად, არის განათლების დამოუკიდებელ ექსპერტთა კორპუსის წევრი, ედუკატორი და აქვს 15 წლიანი აკადემიური გამოცდილება.

არის ქალთა მოძრაობის წევრი და ფემინისტი.  აქტიურად მუშაობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ახორციელებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციას საკუთარი მანდატის ფარგლებში.

ნათია ჭინჭარაული

ეკობრენდს ჯორჯია

ვრცლად

ნათია ჭინჭარაული

ეკობრენდს ჯორჯია

ნათია ჭინჭარაულს ამერიკის ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორიცაა Capital One Bank, Citibank და Wells Fargo. 

2018 წელს ნათია ჭინჭარაული C-team Management Consulting-ის გუნდს შეუერთდა. პროექტების დირექტორის პოზიციაიზე, იგი ხელმძღვანელობდა პროექტებს საშუალო და დიდი ზომის კომპანიებში სტრატეგიული განვითარების, პროცესების მართვის, სამოტივაციო სისტემების დანერგვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

დღეს ნათია ჭინჭარაული შპს ‘’ეკობრენდს ჯორჯია“ -ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. „ეკობრენდს ჯორჯია“ Weleda-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოსა და სომხეთში. ნათია ჭინჭარაულის ხელმძღვანელობის ქვეშ, კომპანიამ საქართველოს ბაზარზე არაერთი ბიო და ნატურალური ბრენდი (Cytoplan, Sonett, Bamboovement).შემოიყვანა.

ნინო ლიპარტია

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის

ვრცლად

ნინო ლიპარტია

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის

ნინო ლიპარტია სამართლის დოქტორი, ადვოკატი და პროფესორია.2010 წლიდან  ახორციელებს საადვოკატო  საქმიანობას.  2010-2012 წლებში იყო დავით ერისთავის იურიდიული ჯგუფის ადვოკატი, ხოლო 2011-2024 წლებში სს „არდი დაზღვევის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

2018 წლიდან არის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიმართულია ადვოკატებისა და  პრაქტიკოსი იურისტების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებაზე.  2019 წელს წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ყველაზე წარმატებული ქალი არასამთავრობო სექტორიდან.

2022 წლიდან ხელმძღვანელობს ნინო ლიპარტიას იურიდიულ ოფისს, ხოლო 2024 წლიდან არის სამედიცინო დავების ცენტრის ხელმძღვანელი.

2020 წლიდან არჩეულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორად, ხოლო 2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი.

სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს პარიზის საერთაშორისო აკადემიის,  ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, პრაღის მედიაციის აკადემიის, ქსიამენის  საერთაშორისო სამართლის აკადემიის, სინგაპურის საარბიტრაჟო აკადემიის სასწავლო სტიპენდია. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი.

სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

ვრცლად

სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

სალომე ზურაბიშვილმა 2016 წელს დაარსა და მას შემდეგ ხელმძღვანელობს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს საქართველოში. ის ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე და გლობალური ქსელის საბჭოს წევრია.