გიორგი ბერეჩიკიძე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს, გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციაზე, 2025 წელს შეუერთდა.
გიორგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტისა (ბაკალავრის ხარისხი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) (მაგისტრის ხარისხი) კურსდამთავრებული. არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროკაშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილე. 2022 წლიდამ გიორგი მუშაობს სადოქტორო კვლევებზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო მეცნიერებების მიმართულებით. გიორგის სამუშაო გამოცდილება მოიცავს :
2015-2020 სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიცია,
2018 წელი – GIZ (eutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit)-ის დაცული ტერიტორიების ექსპერტის პოზიცია.
2019-2024 – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი -გარემოსდაცვითი მასწავლებელი.
2019-2023 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი – ახალგაზრდა მკვლევარი.
2021-2024 – ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი – პროექტის კოორდინატორი
2023-2024 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო – კონსულტანტი
2024 – ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროგრამის პროექტის დამხმარე.
2020-2024 წლებში კი ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის, ტყის დაცვის სამმართველოს უფროსის პოზიციას.