GE

თანამშრომლები

გიორგი ბერეჩიკიძე

გარემოს დაცვის მენეჯერი

ვრცლად

გიორგი ბერეჩიკიძე

გარემოს დაცვის მენეჯერი

გიორგი ბერეჩიკიძე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს, გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციაზე, 2025 წელს შეუერთდა.

გიორგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტისა (ბაკალავრის ხარისხი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეტინგენის უნივერსიტეტის  (გერმანია) (მაგისტრის ხარისხი)   კურსდამთავრებული. არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროკაშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილე. 2022 წლიდამ გიორგი მუშაობს სადოქტორო კვლევებზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო მეცნიერებების მიმართულებით. გიორგის სამუშაო გამოცდილება მოიცავს : 

2015-2020 სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიცია,

2018 წელი – GIZ (eutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit)-ის დაცული ტერიტორიების ექსპერტის პოზიცია.

2019-2024 – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი -გარემოსდაცვითი მასწავლებელი.

2019-2023 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი – ახალგაზრდა მკვლევარი.

2021-2024 – ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი – პროექტის კოორდინატორი

2023-2024 სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო – კონსულტანტი

2024 – ჩეხეთის განვითარების სააგენტოს  პროგრამის პროექტის დამხმარე.

2020-2024 წლებში კი ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის, ტყის დაცვის სამმართველოს უფროსის პოზიციას.

Lasha Mikautadze Digital Marketer GCNG

ლაშა მიქაუტაძე

ციფრული მედიის მენეჯერი

ვრცლად
Lasha Mikautadze Digital Marketer GCNG

ლაშა მიქაუტაძე

ციფრული მედიის მენეჯერი

ლაშა მიქაუტაძე ჩვენს გუნდს 2023 წლის იანვრიდან შემოუერთდა ციფრული მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ლაშას ციფრულ მარკეტინგსა და მედია მენეჯმენტში 10-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში – საერთაშორისო პროექტების, კომპანიების და ფინტექის კუთხით.

2012-2022 წლებში ლაშა იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში,  ციფრული მარკეტინგის მენეჯერისა და მარკეტინგული მიმართულების უფროსად. ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტოს საქართველოს ოფისის ციფრულ მიმართულებას. ლაშას, ასევე, გააჩნია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და წამყვანობის მრავალი გამოცდილება.

ლაშა მიქაუტაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე არსებული საქართველოს დიპლომატიური აკადემია (ბაკალავრი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის CES (Center of European Studies) სამაგისტრო პროგრამა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში როგორც მულტიმედია ტრენერი, კოორდინატორი, სპიკერი და ა.შ.

ანი გოცაძე

HR ბიზნეს პარტნიორი

ვრცლად

ანი გოცაძე

HR ბიზნეს პარტნიორი

ანი გოცაძე ჩვენს გუნდს 2025 წლის იანვრიდან შემოუერთდა HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

ანის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით  9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

2022-2024 წლებში ანი იკავებდა HR დირექტორის პოზიციას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში , ასევე  ქართულ-ამერიკულ კომპანიაში იყო HR კონსულტანტი თანამშრომელთა შერჩევის მიმართულებით.

2019-2022 წლებში იკავებდა HR სამსახურის უფროსის პოზიციას სადაზღვევო კომპანიაში, ხოლო 2017-2019 წლებში ყავის კომპანიაში მუშაობდა HR აღმასრულებლის პოზიციაზე და გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომპანიაში ISO სტანდარტის დანერგვაში.