GE

პროგრამის აღწერა:

ადამიანის უფლებების იდეა იმდენად მარტივია, რამდენადაც ძლიერი: ყველა ადამიანს აქვს ღირსეული მოპყრობის უფლება.
კომპანიები ხშირად ახდენენ ზეგავლენას თანამშრომლებისა და ხელშეკრულებით დაქირავებულების, მიწოდების ჯაჭვში დასაქმებული პირების, სამუშაო არეალში არსებულ თემთა წევრებისა და წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებების მომხმარებელი პირების უფლებებზეც კი. პირდაპირ ან ირიბად, მათ გავლენა აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების, ფაქტობრივად, მთელ სპექტრზე.
შედეგად, კომპანიებს აქვთ როგორც პასუხისმგებლობა, ასევე შესაძლებლობა, გააძლიერონ ადამიანის უფლებები ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით და აღნიშნულ ფარგლებს გარეთაც.
შეუძლია, თუ არა, თქვენს კომპანიას, იცოდეს და აჩვენოს, რომ ის მხარს უჭერს და პატივს სცემს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს და არ მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დარღვევაში?
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ აქსელერატორი არის ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც ააქტიურებს გაეროს გლობალურ შეთანხმებაში სხვადასხვა ინდუსტრიებიდან და რეგიონებიდან მონაწილე კომპანიებს. ეს პრაქტიკული პროგრამა ეხმარება კომპანიებს, ვალდებულებათა აღების ეტაპიდან გადაინაცვლონ ადამიანის უფლებებთან და შრომის უფლებებთან დაკავშირებულ ქმედებებზე, ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შემოწმების მუდმივი პროცესის დანერგვის გზით.

რას ისწავლით?

• როგორ გამოავლინოთ თქვენი პასუხისმგებლობები ადამიანის იმ უფლებათა და შრომის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რომლებიც ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალურ დეკლარაციაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაციაში შრომის სფეროში ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შესახებ;
• როგორ დაამკვიდროთ ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შემოწმების მიმდინარე პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• როგორ მოახდინოთ ანგარიშგება და კომუნიკაცია ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შემოწმების პროცესის შესახებ, მათ შორის, პროგრესის შესახებ კომუნიკაციის გზით – ეს არის ყოველწლიური საჯარო ანგარიშგების მოთხოვნა გაეროს გლობალური შეთანხმების ყველა მონაწილესთვის.

რას შეიძენთ?

• ცოდნას იმის შესახებ, სად იმყოფება თქვენი კომპანია ადამიანის უფლებათა გზაზე;
• ადამიანის უფლებებზე თქვენი კომპანიის მიერ ფაქტობრივად გამოწვეული და პოტენციური უარყოფითი გავლენების შეფასებას;
• უნარს, შეამსუბუქოთ თქვენი კომპანიის ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის საჩივრისა და კომპენსაციის მექანიზმის მეშვეობით;
• როგორ ჩართოთ დაინტერესებული პირები ბიზნესის დიალოგში, რომელიც შეეხება ბიზნესის მიერ გამოწვეულ ზეგავლენას; სამოქმედო გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესოთ ადამიანის უფლებები თქვენს კომპანიაში და მის ფარგლებს გარეთ;
• თანამონაწილეთა, გაეროს პარტნიორთა და ექსპერტების ქსელს, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ ერთად გააძლიეროთ თქვენი კომპანიის აქტივობები ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის გზაზე და ერთობლივად იმოქმედოთ ადამიანის უფლებებზე სათანადო ზრუნვის თვალსაზრისით არსებული მდგრადი ბარიერების აღმოსაფხვრელად;
• პროგრამის შესრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს


სწავლის მოდული:

ეტაპი 1


მონაწილეებს გაცნობიერებული აქვთ გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები, ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შემოწმების პროცესი და გამოკვეთილი აქვთ საქმიანობის ჯაჭვის ის ძირითადი სფერო, რომელშიც უფრო მეტი ფოკუსირება უნდა განხორციელდეს.

  1. პროგრამის გლობალური საწყისი ვებინარი;
  2. ელექტრონული სწავლების კურსი იმის შესახებ, როგორ უნდა მოახდინონ კომპანიებმა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების ოპერაციებში ინტეგრირება? – მოდული 1.
  3. გლობალური ჩაღრმავებული (deep dive) სესია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მთავარი კონცეფციებისა და ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შემოწმების შესახებ. ეს სესია, ასევე, დაეთმობა ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულებათა ხარვეზების ანალიზის ინსტრუმენტის ხელშეწყობას;
  4. ადგილობრივი ქსელების მიერ ფასილიტირებული ურთიერთსწავლების (peer learning group) სესია;
  5. სამუშაო სესია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების ნაკლოვანებათა ანალიზის ინსტრუმენტის ჩატარების შესახებ;

ეტაპი 2


მონაწილეები განსაზღვრავენ კომპანიის მიწოდების ჯაჭვს და პოტენციურ ზეგავლენებს

  1. ელექტრონული სწავლების კურსი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კომპანიებმა ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების ოპერაციებში ინტეგრირება – მოდული 2.
  2. გლობალური ჩაღრმავებული (deep dive) სესია: პოტენციურად ყველაზე მწვავე ზეგავლენას დაქვემდებარებული ადამიანის უფლებები, რისკ-ფაქტორების გამოვლენა; სად შეიძლება კომპანიებმა იპოვონ ინფორმაცია რისკებზე; როგორ შეადგინონ კომპანიებმა მიწოდების ჯაჭვის გეგმა და განსაზღვრონ ფოკუსის სფეროები;
  3. ადგილობრივი ქსელის მიერ ფასილიტირებული ურთიერთსწავლების სესია;
  4. სამუშაო სესია მიწოდების ჯაჭვის დაგეგმარების ინსტრუმენტისა და რისკების იდენტიფიცირების მატრიცის გამოყენების თაობაზე;

ეტაპი 3


მონაწილეები გამოკვეთენ ადამიანის უფლებების იმ სფეროებს , რომელზეც ყველაზე მეტ ზეგავლენას ახდენენ და აცნობიერებენ მათ მონაწილეობას ამ ზეგავლენაში

  1. ელექტრონული სწავლების კურსი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კომპანიებმა ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების ოპერაციებში ინტეგრირება – მოდული 3;
  2. გლობალური ჩაღრმავებული (deep dive) სესია: პოტენციური გავლენების პრიორიტეტიზაცია, მათი სიმწვავისა და ალბათობის გაცნობიერება; როგორ დავიტანოთ გავლენები გეგმაზე, რომელზეც ასახულია რისკების სავარაუდო ალბათობა და სიმწვავე;
  3. ადგილობრივი ქსელის მიერ ფასილიტირებული ურთიერთსწავლების სესია;
  4. სამუშაო სესია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს შედგენილი რისკების სიმწვავისა და ალბათობის რუკა.

ეტაპი 4


მონაწილეები იწყებენ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მისი განხორციელების შემოწმებას

  1. გლობალური ჩაღრმავებული Deep Dive სესია: როგორ შევიმუშავოთ შესაბამისი სამოქმედო გეგმა სულ მცირე, ერთი პოტენციურად ყველაზე მწვავე ზეგავლენის შესახებ. გეგმა მოიცავს სასურველი შედეგებისა და მაღალი დონის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას;
  2. ადგილობრივი ქსელის მიერ ფასილიტირებული ურთიერთსწავლების სესია;
  3. სამუშაო სესია ერთ-ერთ არსებითი ზეგავლენის შესახებ გეგმის შესრულებაზე;

ეტაპი 5


მონაწილეებს ესმით, თუ როგორ მოახდინონ ეფექტიანად იმ დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რომლებზეც ზეგავლენას ახდენენ და როგორ განახორციელონ საკუთარი ზეგავლენის შესახებ კომუნიკაცია

  1. გლობალური ჩაღრმავებული (Deep Dive) სესია, თუ როგორ მოვახდინოთ დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან კომუნიკაცია, მათ შორის, კომპანიის შიგნით და მის გარეთ და როგორ შევაფასოთ ეფექტური კომუნიკაციის კომპონენტები, მათ შორის, ფორმალური მხილების პროცედურა;
  2. ადგილობრივი ქსელის მიერ ფასილიტირებული ურთიერთსწავლების სესია;
  3. სამუშაო სესია თუ როგორ დავნერგოთ კომუნიკაციის გეგმა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა;

ეტაპი 6


მონაწილეები შეისწავლიან საჩივრისა და კომპენსაციის მექანიზმებს.

  1. ელ-სწავლების კურსი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კომპანიებმა ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების ოპერაციებში ინტეგრირება-მოდული 4.
  2. გლობალური ჩაღრმავებული კურსი სხვადასხვა სახის კომპენსაციისა და მისი უზრუნველყოფის სხვადასხვა გზების შესახებ, მათ შორის, საოპერაციო დონეზე არსებული საჩივრის მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შემოწმების უფრო ფართო პროცესს;
  3. ადგილობრივი ქსელის მიერ ფასილიტირებული ურთიერთსწავლების სესია, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლა;
  4. სამუშაო სესია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საჩივრების მექანიზმში არსებული ხარვეზების ანალიზი და შედგენილი იქნეს კომპენსაციის გეგმა.