GE

Climate Ambition Accelerator

ამბიციური ბიზნეს ლიდერები აცნობიერებენ, რომ მათ არ უწევთ არჩევანის გაკეთება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებასა და ძლიერ ეკონომიკას შორის. პირიქით, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება საუკეთესო გზაა ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების, ბიზნესისა და ეკონომიკის შესაქმნელად. Climate Ambition აქსელერატორი ექვსთვიანი პროგრამაა, რომელიც შექმნილია გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების საჭირო ცოდნითა და უნარებით გასაძლიერებლად, რაც მათ 2050 წლისთვის სათბური აირების ნულოვანი ემისიების მისაღწევად პროგრესის დასაჩქარებლად ესაჭიროებათ.
შესაძლოა, თქვენს კომპანიას ჯერ არ დაუდგენია ემისიების შემცირების მიზნები, ან მიზნები კლიმატის მეცნიერებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გარეშე დაადგინეთ. შესაძლოა, ტექნიკური მოთხოვნების მისადაგება გჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა, მდგრადი განვითარების რა ეტაპზე იმყოფებით, Climate Ambition Accelerator დაგეხმარებათ, განსაზღვროთ მეცნიერებაზე დაფუძნებული ემისიების მიზნები.
პროგრამა ხორციელდება გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ Patrons Ørsted და Natura & Co-ს მხარდაჭერითა და En+ Group სპონსორობით. Climate Ambition Accelerator მიზნად ისახავს გააფართოვოს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები მსოფლიოს მრავალი რეგიონის სხვადასხვა ზომისა და სექტორის კომპანიაში, რათა ემისიების მასშტაბის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეასრულონ.
Climate Ambition აქსელერატორი ავითარებს და პოპულარიზაციას უწევს მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივას, წმინდა ნულოვან სტანდარტსა და კამპანიას – Business Ambition for 1.5°C (ტემპერატურის ზრდის შემცირება 1.5 გრადუს ცელსიუსამდე), ასევე ხელს უწყობს ინიციატივას – Race to Zero Campaign.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების მეშვეობით, მონაწილე კომპანიები მიიღებენ წვდომას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, დისტანციურ სასწავლო კურსებსა და შესაძლებლობების გაძლიერების სესიებზე.
სარგებელი, რომელსაც მიიღებთ პროგრამაში მონაწილეობით:
• ისწავლით, თუ როგორ განსაზღვროთ მეცნიერებაზე დაფუძნებული ემისიების შემცირების მიზნები, რათა მიაღწიოთ სათბური აირების ნულოვან ემისიას 2050 წლისთვის;
• ინვესტორების, მენეჯმენტის, თანამშრომლებისა და აქციონერების მოტივაციის ზრდას ემისიის შემცირების გეგმით, რაც გამოარჩევს თქვენს ორგანიზაციას ბაზარზე;
• გაეცნობით მეცნიერულად დასაბუთებული მიზნის ინიციატივისა (SBTi) და ნულოვანი ემისიის კონცეფციებს, მათ შორის, შესაბამის მეთოდოლოგიებს, მოთხოვნებს, პროცესებს, სარგებელსა და გამოყენებადობას;
• მოისმენთ და გაუზიარებთ პროგრამის მონაწილეებს თქვენს შეხედულებებს;
• ისარგებლებთ დისტანციური კურსებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ თქვენზე მორგებული სისტემით;
• გექნებათ წვდომა კლიმატის ცვლილების დარგის ექსპერტებთან და მათთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა;
• გაეცნობით გლობალური გამოცდილების საუკეთესო მაგალითებს.

მნიშვნელოვანი თარიღები:
კომპანიების რეგისტრაცია: 22 თებერვალი-30 აპრილი, 2023
საინფორმაციო სესია: 30 მარტი, 2023

პროგრამის დაწყება: 01 მაისი, 2023

Climate Ambition Accelerator-ში მონაწილეობა შეუძლიათ:
• გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მონაწილე კომპანიებს/ ან კომპანიებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გაწევრიანდნენ.
• დაინტერესებულ მხარეებს, რომელთაც სურთ ემისიების შემცირების ამბიციური მიზნების დასახვა, რაც შეესაბამება კლიმატის მეცნიერებას იმ ტემპითა და მასშტაბით, რომელიც საჭიროა პარიზის შეთანხმების მიზნების შესასრულებლად.
• ორგანიზაციებს, რომლებიც აქსელერატორში ჩართავენ ორ წარმომადგენელს აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს მხარდაჭერას და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ღონისძიებებში.

პროგრამისთვის საჭირო დრო

საშუალოდ, მონაწილეებს დასჭირდებათ 7 საათი თვითსწავლების კურსების გასავლელად და 6 საათი ფასილიტირებული შეხვედრებისთვის. მონაწილეები, ასევე, მიწვეულნი იქნებიან გლობალურ ღონისძიებებზე დასასწრებად. საერთო ჯამში, მონაწილეები ექვსი თვის განმავლობაში Climate Ambition Accelerator პროგრამას 25-დან 30 საათამდე დაუთმობენ.

საინფორმაციო სესია

დარეგისტრირდით საინფორმაციო სესიაზე, რათა გაიგოთ მეტი Climate Ambition Accelerator-ის შესახებ და მიიღოთ პასუხი თქვენს შეკითხვებზე.

საინფორმაციო სესიის თარიღი: 30 მარტი, 17:00 სთ