მწვანე გადაწყვეტილებები პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის
პლატფორმა „მწვანე გადაწყვეტილებები პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, იმართება სამუშაო შეხვედრები, სადაც შიდა გარემოს პოლიტიკა, ასევე, უახლეს საკანონმდებლო რეგულაციებზე წვდომა განიხილება. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით გამართულ თემატური შეხვედრები შეეხება გარემოსდაცვით საკითხებს, კომპანიებში გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის დანერგვის საფეხურებს, გარემოს დაცვის ძირითად პრინციპებს და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დასახელებულ სხვა აქტუალურ საკითხებს.
კომპანიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ჩართულ მხარეებს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და შესაბამისი ინსტრუმენტებითა და რესურსებით, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.