აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის
SDG Innovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
აღნიშნული ცხრათვიანი პროგრამა ხელს უწყობს მომავალ ბიზნეს ლიდერებს, რათა მათ შეიმუშავონ და განახორციელონ ინოვაციური გადაწყვეტილებები ახალი ტექნოლოგიების, ინიციატივებისა და ბიზნეს მოდელების მეშვეობით და მიაღწიონ მათი კომპანიების მდგრად განვითარებას.
პროგრამა აკავშირებს ქვედა და საშუალო რგოლის მენეჯერებს (35 წლამდე) სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებში, რათა მათ შეიმუშავონ თამამი, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ კომპანიასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე.
სარგებელი მონაწილეებისთვის:
• ჩაერთეთ სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ონლაინ და პირისპირ სემინარებს, ქეისების შესწავლას, კომპანიაში ვიზიტებსა და დისკუსიებს;
• დაუკავშირდით სხვა ბიზნესებს და ითანამშრომლეთ ინოვაციურ პროექტებზე თქვენი კომპანიისა და ინდუსტრიის მიმართულებით;
• დაამყარეთ საქმიანი კავშირები ქოუჩინგის, მენტორინგის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობის მეშვეობით;
• ისწავლეთ მდგრადობასა და ინოვაციებზე მომუშავე მსოფლიოს მასშტაბის პროფესიონალებისგან;
• იყავით წამყვანი ახალგაზრდა პროფესიონალი, გლობალური ქსელის წევრი კომპანიებიდან;
სარგებელი კომპანიებისთვის:
• გამოიყენეთ SDG Innovation აქსელერატორი თქვენს კომპანიაში არსებული, მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად;
• თქვენი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება თანამშრომლობის, ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარების გზით;
• გაზარდეთ თქვენი თანამშრომლების ჩართულობა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
• მოიპოვეთ წვდომა წამყვანი პროფესიონალებისა და ექსპერტების ქსელთან;
• მოიპოვეთ გლობალური აღიარება პროგრამაში მონაწილეობის გზით;
პროგრამის გამოცდილება:
ცხრა თვის განმავლობაში, ახალგაზრდა ინოვატორების თითოეული გუნდი იმუშავებს საკუთარი კომპანიისთვის სპეციფიკურ გამოწვევაზე, რათა შეიმუშაონ უფრო მდგრადი ბიზნეს მოდელები, ინიციატივები და პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მდგრად განვითარებაში ინოვაციების წარმართვისა და ხელშესახები გადაწყვეტილებების მიღებას.
მდგრადი განვითარების მიზნებზე ფოკუსირებით, აქსელერაციის პროგრამას, მდგრადი განვითარების მიზნებზე ფოკუსირებით, აქსელერაციის პროგრამა მონაწილეებს ინოვაციების შესახებ ცოდნას აძლევს აზროვნების დიზაინის მიდგომით.
მონაწილეები გადიან პროგრამის ქვემოთ მოცემულ ხუთ ფაზას, რომელიც აღჭურვილია რესურსებით, ხელსაწყოებითა და მეთოდოლოგიებით, რაც მათ ხელს შეუწყობს გამოწვევის იდენტიფიცირების, გადაწყვეტილებების დიზაინისა და ტესტირების პროცესში და ამ გადაწყვეტილებების ღირებულების შემოწმებაში ბიზნესისა და მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.
პროგრამის ფაზები:
ფაზა 1 მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა შეისწავლეთ ბიზნესის და მდგრადი განვითარების მიზნების ძირითადი კონცეფციები, რათა შეიტყოთ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ |
ფაზა 2 გამოწვევების იდენტიფიცირება განსაზღვრეთ, მდგრადი განვითარების რომელი მიზანი მოდის თქვენს ბიზნესთან შესაბამისობაში და რა გავლენა აქვს ბიზნესს ამ მიზნებზე |
ფაზა 3 გამოწვევების განმარტება შეიტყვეთ, თუ როგორ გამოიყენოთ მდგრადი განვითარების მიზნების ზემოქმედებისა და შეფასების ინსტრუმენტები გამოწვევის შესაქმნელად, რომელიც საკმარისად ამბიციურია გარღვევისთვის და მეტყველებს რეალურ საჭიროებებზე კომპანიის შიგნით |
ფაზა 4 პრობლემის გადაჭრის მეთოდის განვითარება ისწავლეთ ახალი იდეების გენერირება და გამოიყენეთ ინსტრუმენტები იდეის კონცეფციიდან რეალურ პროექტში გადასატანად |
ფაზა 5 პრობლემის გადაჭრის მეთოდის დატესტვა და ვალიდაცია შექმენით თქვენს მიერ შემუშავებული პრობლემის გადაწყვეტის დახვეწილი ვერსია, ტესტირებისა და ვალიდაციის საშუალებით კომპანიის შიგნით და დაინტერესებულ მხარეებთან. |
მნიშვნელოვანი თარიღები
▪ კომპანიის რეგისტრაცია: 26 ოქტომბერი, 2023 – 31 იანვარი, 2024
▪ საინფორმაციო სესია: 29 ნოემბერი, 18:00 სთ / სარეგისტრაციო ბმული
▪ პროგრამის დაწყება: თებერვალი, 2024 წელი
▪ პროგრამის დასრულება: სექტემბერი, 2024 წელი