GE

2025 წლის Target Gender Equality-ის აქსელერაციის პროგრამა ექვსთვიანია და შექმნილია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია დაეხმაროს გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიებს განსაზღვრონ და მიაღწიონ ამბიციურ კორპორაციულ მიზნებს ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად და ბიზნესში თანაბარი ანაზღაურების მისაღწევად.

რატომ უნდა შემოურთდეთ პროგრამას?

მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში, ინვესტორები, კლიენტები და თანამშრომლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თანასწორობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და მრავალფეროვნების მოთხოვნების ზრდას, Target Gender Equality-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გააღრმაონ ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ცოდნა და გააძლიერონ საკუთარი წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs)  მიღწევაში.    

რას ისწავლით

როგორ განსაზღვროთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტები თქვენს საქმიანობაში – სამუშაო ადგილი, საზოგადოება და მიწოდების ჯაჭვები – ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) საფუძველზე. – როგორ განვსაზღვროთ და გავაერთიანოთ გაზომვადი მიზნები, რომლებიც მორგებულია თქვენს ბიზნეს გარემოზე – როგორ გავითვალისწინოთ გენდერული თანასწორობა ორგანიზაციის პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და ოპერაციებში – როგორ გავიგოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის გენდერული თანასწორობის კანონმდებლობისთვის და მისი გავლენისთვის  ბიზნესზე – როგორ მივაწოდოთ ჩვენი გენდერული თანასწორობის პროგრესი CoP-ის (კომუნიკაცია პროგრესის შესახებ – გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების ყოველწლიური რეპორტინგი) საშუალებით.  

რა სარგებელს მოგცემთ პროგრამა?

ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სათანადოდ გაერკვეთ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მუდმივად ცვალებად რეგულაციებში და თქვენი კომპანია გახდეს ლიდერი ნორმებთან შესაბამისობასა და საუკეთესო პრაქტიკაში.

ხელსაწყოებს, რათა დაამტკიცოთ თქვენი გენდერული თანასწორობის სტრატეგია და ეფექტურად აკონტროლოთ ცვალებადი მარეგულირებელი და სოციალური გარემო

ცოდნასა და სტრატეგიებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ შიდა ორგანიზაციული მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობისადმი ერთგულება თქვენს ორგანიზაციაში

ცოდნას, გენდერული თანასწორობის ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა ინკლუზიური ლიდერობა და გენდერული ანაზღაურების სხვაობის შემცირება

პრაქტიკულ ინსტრუმენტებს და საუკეთესო პრაქტიკას თქვენს ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის ხარვეზების გაზომვისა და აღმოფხვრისათვის

წვდომას კოლეგების, გაეროს პარტნიორებისა და ექსპერტების ქსელზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენი გენდერული თანასწორობის მისიის განხორციელებას.

ვის შეუძლია  პროგრამაში მონაწილეობა:

Target Gender Equality-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი ან მზად იყოს  შეუერთდეს  მას და დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  • ამჟამად ხართ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მონაწილე ან გსურთ შეუერთდეთ მას;
  • მზად ხართ დანიშნოთ ორი წარმომადგენელი პროგრამის აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და აღმასრულებელი დონის „ელჩი“ პროგრამის სხვადასხვა ეტაპზე თვალყურის სადევნებლად, მხარდასაჭერად  და მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად
  • მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ თვითშეფასებაში ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა გამოავლინოთ გენდერული თანასწორობის ხარვეზები და შესაძლებლობები თქვენს ოპერაციებში, მიწოდების ჯაჭვსა და საზოგადოებაში.
  • მზად ხართ შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის შესაძლებლობებისა და თვითშეფასების დროს გამოვლენილი რისკების გადასაჭრელად.
  • მზად ხართ დაასრულოთ პროგრამა და გააერთიანოთ გენდერული თანასწორობის  შესახებ მიღებული ცოდნა თქვენი კომპანიის სტრატეგიაში, ოპერაციებსა და კულტურაში

მნიშვნელოვანი თარიღები:

კომპანიის რეგისტრაცია: 12 მარტი – 31 მაისი, 2025

პროგრამის დაწყება: სექტემბერი, 2025

საინფორმაციო შეხვედრები

23 აპრილი, 13:00 სთრეგისტრაცია

23 აპრილი, 18:00 სთრეგისტრაცია