SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის“ პროგრამის დახურვა

18 ივლისს გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამის – „SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის“ პროგრამის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და პროგრამის მენტორები – გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერი – სესილი ვერძაძე და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, გიორგი ბურდული ესწრებოდნენ.
პროგრამის მონაწილე კომპანიებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციებიც. SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმებისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება.