გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრები

ეკატერინე ლალიაშვილი – გამგეობის თავმჯდომარე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის მთავარი პრინციპები რომლის დაცვისკენაც გლობალური შეთანხმება მოგვიწოდებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის,  ადამიანის შრომითი უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა თუ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

სახელმწიფოს დიდი როლი აქვს აღნიშნული მნიშვნელოვანი მიმართულებების წინ წასაწევად, თუმცა ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ლოკალური და გლობალური მიზნების მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გაეროს გლობალური შეთანხმება ქმნის უნიკალურ პლატფორმას მულტისექტორული თანამშრომლობისთვის როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად.  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით  კომპანიებს თუ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, იზრუნონ ადამიანის შრომით უფლებებზე, გაატარონ ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნონ გარემოზე. გლობალური შეთანხმების ნაწილად ყოფნა, გარდა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა, რეპუტაციულად  მიმზიდველს ხდის კომპანიებს თუ ორგანიზაციებს ინვესტორებისა და დონორებისთვის.

ბოლო წლებში საქართველოში 150-ზე მეტი კომპანია/ორგანიზაცია შეუერთდა გაეროს გლობალურ შეთანხმებას და ამით 10 ძირეული პრინციპის დაცვის პირობა დადო. ყოველწლიურად ჩატარებული კონკურსები ჯანსაღ შეჯიბრებითობას ზრდის და სტიმულს აძლევს კომპანიებს თუ ბიზნეს-ლიდერებს თავიანთი საქმიანობით საზოგადოებას და გარემოს მეტი სარგებელი მოუტანონ.

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

გლობალურმა დათბობამ, კლიმატურმა ცვლილებემა, კოვიდის პერიოდმა დაგვანახა და შეგვახსენა თუ რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევა გარემოზე. კერძო სექტორს ყველა ამ გამოწვევის მოგვარებაში დიდი როლი აქვს. საქართველოში ყოველდღიურად იზრდება საზოგადოების ცნობიერების დონე კომპანიების სოციალური და გარმოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ამიტომ პასუხისმგებლიანი კორპორაციული ქცევა არამხოლოდ ინვესტორების, არამედ მომხმარებლების მოლოდინი ხდება. ამიტომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ქმნის შესაძლებლობას კომპანიებისთვის ცხოვრებაში გაატარონ ზემოხსენებული პრინციპები და ქსელის წევრობით მიიღონ დამატებითი დასტური, რომ მათი პოლიტიკა და ქმედებები შეესაბამება მაღალის სტანდარტის კორპორაციულ პასუხისმგებლობას.  

მაიკლ ქაუგილი – გამგეობის წევრი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მხარს უჭერს კომპანიებს, რომ ისწავლონ, დაგეგმონ და შემდეგ განახორციელონ კორპორაციულ მდგრადობასთან დაკავშირებული აქტივობები. ორგანიზაცია არა მხოლდო ადგილობრივ კომპანიებს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ მათ უზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც შესაძლოა ადგილობრივად იქნას დანერგილი. 

მიუხედავად იმისა, რომ მე მჯერა, რომ ორგანიზაცია უფრო მეტ ღირებულებას წარმოადგენს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, დიდი კომპანიების ჩართულობა, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად, უფრო მეტ სანდოობას მატებს „საუკეთესო პრაქტიკას“, რომელსაც ყველა უნდა მიჰყვეს. ეს მოიცავს გადასვლას ქველმოქმედებიდან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე.

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

კომპანიებისთვის  მუდმივად მზარდი და ხელშესახები ღირებულების შეთავაზება იქნება მთავარი გამოწვევა მდგრადობისა და გაეროს გლობალური შეთანხმებისთვის მომდევნო წლებში. მას შემდეგ, რაც კომპანია დანერგავს მდგრადი განვითარების მიზნებს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ უნდა გააგრძელოს დამატებითი სერვისების (როგორიცაა სემინარები, ვორკშოპები) შეთავაზება, სადაც ახსნილი იქნება გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასახადისა და ანგარიშების საკითხები. 

გიორგი ჭეხანი – გამგეობის წევრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს დიდი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს განვითარებაში, მათ შორის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ტექნოლოგიური წინსვლის პროცესში, კომპანიების საქმიანობამ და კონკრეტულმა ქმედებებმა, ასევე, შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის უფლებებსა და გარემოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გახდეს უფრო მეტად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და პასუხიმსგებლიანი საქმიანობა იქცეს კომპანიების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის არსებობა სწორედ ამ მიზნის მიღწევას უწყობს ხელს. თუ დავაკვირდებით ბოლო წლების დინამიკას, ბიზნესის ინტერესი კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც მათი მხრიდან არაერთი საინტერესო ინიციატივითა და სტრატეგიების დონეზე გაწერილი აქტივობებითაც არის გამოხატული. ვფიქრობ, ამ შედეგის მიღწევაში დიდი როლი ითამაშა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სხვადასხვა მნიშვნელოვანმა პროექტმა – მათ შორისაა კორპორაციული მდგრადობის აკადემია, კორპორაციული მდგრადობის ჯილდო, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ. 

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

იმისთვის, რომ წლების წინ გაეროს გლობალური შეთანხმების ინიცირების მთავარი მიზანი – “მიეცეს მსოფლიო ბაზარს ადამიანური სახე” – იქცეს რეალობად, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის თემის აქტუალიზაცია მოხდეს, როგორც კომპანიების დონეზე – რა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ასევე, სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოების დონეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდის მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურება. სწორედ პასუხისმგებლიან ბიზნეს საქმიანობაზე მოქალაქეებში მოთხოვნის გაზრდა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ გააქტიურდება ბიზნესის საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი, რაც, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესების შემდგომ ზრდასა და სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირება-განხორციელებას აუცილებლად წაახალისებს. 

ეკატერინე ჟვანია – გამგეობის წევრი

ჯეპრა – აღმასრულებელი დირექტორი

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში? 

უპირველეს ყოვლისა, გლობალური პარტნიორობა საქართველოს სთავაზობს რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის ფართო სპექტრს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოში ბიზნესს შეუძლია გლობალურ ბაზრებზე წვდომა და მთელს მსოფლიოში ინდუსტრიის ლიდერებთან კავშირების დამყარება. ეს ინსტრუმენტი ხსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დივერსიფიკაციას. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ბიზნესის ქცევასა და პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ. ამ ტრანსფორმაციამ ქართული ბიზნესი გლობალურ ასპარეზზე უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს, ამ მიმართულებით, ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული. ქსელი, წლების განმავლობაში, დაუღალავად უზრუნველყოფს თეორიულ და პრაქტიკულ წვდომას გლობალური შეთანხმების და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციისა და პროექტების იმპლემენტაციის პროცესში. გაეროს გლობალური შეთანხმების ფარგლებში, ქართულმა კომპანიებმა თავიანთი საქმიანობა დაუკავშირეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs). შედეგად, ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ კონკრეტული SDG-ების მიღწევას და აძლიერებენ ქვეყნის ერთგულებას მდრადი განვითარების დღის წესრიგის მიმართულებით.

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში? 

წლების განმავლობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანებული ქართული კომპანიების რაოდენობა სტაბილურად მზარდია. ეს აჩვენებს ქართული ბიზნეს საზოგადოების მზარდ ცნობიერებას და ერთგულებას მდგრადი პრაქტიკისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიმართ. ჩემი აზრით, მომდევნო წლებში ეს დინამიკა კიდევ უფრო მზარდი იქნება და ამაში გადამწყვეტი როლი ენიჭება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქტიურობას. ქსელის წევრებს შორის, აუცილებლად გაიზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის რაოდენობა, რომელიც განვითარების საწყისი ეტაპიდანვე იქნება ორიენტირებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ინტეგრაციაზე, საკუთარ ბიზნესპტრაქტიკასა და ყოველდღიურ ოპერირებაში.

ვალერი ჩეხერია – გამგეობის წევრი

Rooms Hotels აღმასრულებელი დირექტორი

რატომ არის მნიშნველოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

იყო გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე ნიშნავს, რომ შენი ბიზნესი უფრო გამჭვირვალე და მდგრადია. 

გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებზე მდგომ ორგანიზაციას უფრო ფართოდ აქვს გაღებული კარი სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, არამედ, ასევე, ქვეყნის შიგნითაც, რათა იყო მისაბაძი  მაგალითი, თითოეული თანამშრომელი ამაყობდეს, რომ შენს ორგანიზაციაში მუშაობს, რათა გარანტირებული იყოს ყველა თანამშრომლისა და სტუმრისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტს და სერვისს მიიღებს. 

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარება  საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდება, რადგან ბევრი ბიზნესი, რომელსაც ვხედავთ, რომ  ინტერესი აქვს, ხდება ამ პრინციპების ხელმომწერი. საქართველოში ბიზნესი იზრდება, ფართოვდება, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აქტიური და ერთ-ერთი ლიდერი ვიქნებით ჩვენს რეგიონში, რათა დავფაროთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მივაწვდინოთ ხმა მთელ რეგიონს, თუ როგორი უნდა იყოს უკეთესი მსოფლიო და რატომ უნდა გაიზარდოს ჩვენი ორგანიზაცია კიდევ უფრო მეტად. 

ზურაბ ლალაზაშვილი – გამგეობის წევრი

“BDO – საქართველოს” მმართველი პარტნიორი

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

მდგრადობის თემა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია გლობალურადაც და მითუმეტეს საქართველოში. ამიტომ მისი პოპულარიზაცია და მეტი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს როგორც ბიზნესისთვის ასევე ზოგადად მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ ბევრისთვის მდგრადობა ზოგად ტერმინს წარმოადგენს და რა მოიაზრება მის უკან საზოგადოებას არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული. გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მეტი ინფორმაცია არის გავრცელებული სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ და შესაბამისად მეტი პირისთვის არის გასაგები არამარტო რას ნიშნავს მდგრადობა, არამედ რა სარგებელი მოაქვს მას და რა უნდა გააკეთონ მათ მდგრადობის გასათვალისწინებლად მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

პირველ რიგში უნდა გაგრძელდეს უფრო მეტი კომპანიისათვის ხმის მიწოდება და მეტი კომპანიის გაერთიანება ჩვენს ქსელში. ისევე როგორც უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება მდგრადობის, მისი საჭიროების და სარგებლის შესახებ. კარგი იქნება ასევე მუშაობა მდგადობის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (რომელიმე მათგანის) შემოღებაზე საქართველოში, რათა იმ კომპანიებს ვისაც სურთ ანგარიშგების წარმოება ერთიანი სტანდარტებით შეძლონ ეს, რათა მოხდეს შესადარისობა და მომხმარებლებისთვის უფრო იულად იყოს აღსაქმელი.

ასევე ვფიქრობ კარგი იქნება ხელისუფლებასთან, ეროვნულ ბანკთან მუშაობა, რომ კომპანიებისთვის, რომლებიც დანერგავენ მდგრადობის პრინციპებს და გააკეთებენ შესაბამის წლიურ ანგარიშგებას, მიეცეთ დამატებითი სტიმულირება იქნება ეს საგადასახადო შეღავათები თუ დაბალი სესხის პროცენტი. ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ბიზნესებისთვის, თუმცა ამავდორულად დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია საზოგადოებისა თუ ქვეყნისთვის უფრო მეტი კომპანის მიერ მდგრადობის საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.

სოფიო ჩაჩანიძე – გამგეობის წევრი

განვითარების კონსალტინგის ლიდი, მმართველი პარტნიორი – ACT

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მნიშნელოვანი პლატფორმაა საქართველოს ბიზნეს სექტორისათვის რამდენიმე მიმართულებით. ქსელი აძლევს შესაძლებლობას ბიზნესებს გაიზიარონ განვითარებული ქვეყნების კერძო სექტორის გამოცდილება მდგრადი მიზნების განხორციელებაში, შეძლონ უკვე აპრობირებული წარმატებული პრაქტიკების დანერგვა და დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობები. მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი ბიზნესი საზოგადოების კეთილდღეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა და სწორედ ეს პლატფორმა ქმნის საუკეთესო შესაძლებლობის ბიზნესებისთვის უპასუხონ გლობალურ გამოწვევებს და მდგრადი შედეგები მოუტანონ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ორმხრივად სასარგებლო შედეგები მიიღწევა.

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

მდგრადი განვითარების მიზნები და ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა ყოველწლიურად მეტ აქტუალობას იძენს და კერძო კომპანიებსაც აცნობიერებენ მათ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხებისათვის ყურადღების დათმობის აუცილებლობას. ეს პროცესი შეუქცევადად განვითარდება და ბიზნესებს მოუწევთ საერთო პლატფორმებზე გაერთიანდნენ უფრო სწრაფი შედეგების მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რესურსი და შესაძლებლობები ფასდაუდებელია, ბიზნესის ცნობიერებაც გაიზრდება და უკვე არსებული წარმატებული მაგალითები მეტ მოტივაციას მისცემს კერძო სექტორს გააერთიანონ ძალისხმევა. სინერგიული ეფექტი კი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ერთეული კომპანიების მიერ მიღწეული შედეგები. 

ქეთევან ჯამარაული – გამგეობის წევრი

კომპანია სევსამორას გენერალური მენეჯერი

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა, რა შეცვალა ამ ინიციატივამ ბიზნესის ქცევაში ბოლო წლების განმავლობაში?

გაეროს გლობალური შეთანხმება არის კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო პლატფორმა, რომლის მიზანიც არის ბიზნესის გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის. აღნიშნული ინიციატივის არსებობა არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა ქსელში შემავალი თითოეული კომპანიისთვის. ბევრი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ თუ რატომ არის გაეროს გლობალური შეთანხმების არსებობა საქართველოში მნიშვენელოვანი, თუმცა იყო UNGC-ის ქსელის წევრი პირველ რიგში ეს არის რეპუტაცია. ასევე, ეს არის შესაძლებლობა იმუშავო სხვა ბიზნესებთან, რომელთაც აქვთ მსგავსი ღირებულებები და ფასეულობები, რათა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. ის პროექტები, რასაც UNGC-ი სთავაზობს წევრ კომპანიებს, ეხმარება მათ ახალი ბიზნეს მოდელის შემუშავებაში, რაც აძლევს საშუალებას გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და ძლიერი. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ორგანიზაციები ეცნობიან და იწყებენ ისეთი ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რაც მომავალში ამცირებს ბიზნესის საქმიანობით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე. ვფიქრობ, ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევია აღნიშნული ცვლილებები ბიზნესის ქცევაში. მათ გაუჩნდათ სურვილი და უნარი პასუხისმგებლიანად წარმართონ თავიანთი საქმიანობა და შეიტანონ არც ისე პატარა წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კუთხით.

როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის განვითარებას შემდეგ წლებში?

ვფიქრობ, მომდევნო წლებში,  ის მაღალი სტანდარტები და პრინციპები, რასაც ეფუძნება გაეროს გობალური შეთანმხმება, ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც საზოგადოების, ასევე ქვეყნის კეთილდღეობას და ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, თითოეული წევრი კომპანიის თუნდაც პატარა წვლილს აღნიშნულში. მოგეხსენებათ, UNGC-ს აქვს ძალიან დიდი რესურსი დაეხმაროს ბიზნესს გახდეს უფრო ეფექტური მუშაობის პროცესში და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ კომპანიას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში, მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებისგან და რაც მთავარია, მათ ექნებათ საშუალება გავიდნენ უფრო ფართო ასპარეზზე. მხოლოდ ჩვენი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით (რის საშუალებასაც სწორედ გოლბალური შეთანხმების ქსელის წევრობა გვაძლევს) შეგვიძლია მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილებები მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის გლობალურ დონეზე.

გააზიარე: