ტრანსფორმაციული მმართველობის ინსტრუმენტი

თვითშეფასების
ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს ტრანსფორმაციული
მმართველობის პრინციპების შესწავლისა
და მისი გამოყენების საფუძველს
საფუძველი
მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას, ყველასთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ყველა დონეზე ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნას გულისხმობს.
აღნიშნული მიზანი ემყარება ტრანსფორმაციული მმართველობის მიდგომას.


ტრანსფორმაციული მმართველობა
ტრანსფორმაციული მმართველობა არის პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა და არა ახალი სამართლებრივი კონცეფცია, რომელიც მოუწოდებს ბიზნესს იყოს უფრო მეტად ანგარიშვალდებული, ეთიკური, ინკლუზიური და გამჭვირვალე, რათა გაზარდოს თავისი კორპორაციული პასუხისმგებლობა, გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების მაჩვენებლები და ხელი შეუწყოს საჯარო ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და სისტემების გაძლიერებას.
ყოველივე ეს გულისხმობს კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც სცილდება სამართლებრივ ფორმალობებს – საკითხი ეხება არა მხოლოდ იმას, თუ რა არის კანონიერი, არამედ იმას, თუ რა არის სწორი. გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესაბამისად, ტრანსფორმაციული მმართველობა მიზნად ისახავს ბევრად უფრო ფართო და ამბიციური კრიტერიუმების ჩამოყალიბებას სამართლიანი, მშვიდობიანი და წარმატებული საზოგადოების შექმნაში შეტანილი კორპორაციული წვლილის შესაფასებლად.
როგორ
დაგვეხმარება ეს ინსტრუმენტი?
თვითშეფასების ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს ტრანსფორმაციული მმართველობის პრინციპების შესწავლისა და მისი გამოყენების საფუძველს
- ის იმგვარად არის სტრუქტურირებული, რომ კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ტრანსფორმაციული მმართველობის კუთხით შეაფასონ თავიანთი სტატუს კვო, როგორც საკუთარ საქმიანობასთან, ასევე ბიზნეს პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კომპანიის სამომავლო საქმიანობასთან მიმართებით.
- ის იძლევა შესაძლებლობას, გაზარდოთ თქვენი ინფორმირებულობა ტრასფორმაციულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც თქვენს კომპანიას შესძენს ღირებულ ცოდნას მისი შემდგომი განვითარებისთვის.
- ის მოიცავს როგორც რეკომენდაციებს შესაძლო შემდგომი ნაბიჯებისა და შერჩეული რესურსების კუთხით, ასევე დამატებით მითითებებს, რომლებიც მმართველობის ტრანსფორმაციაში მხარდაჭერის მიზნით დაეხმარება თქვენს კომპანიას მართვის გარდაქმნაში, როგორც შიდა საკითხებთან, ასევე იმ საზოგადოებასთან მიმართებით, რომელშიც თქვენი კომპანია საქმიანობს.
- ტრანსფორმაციული მმართველობის თითოეული საკითხისთვის, აღნიშნული ინსტრუმენტი შეიცავს კრიტერიუმების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ამჟამინდელ მიდგომაში არსებული ნებისმიერი ძირითადი ხარვეზის დეტალურ ანალიზს, ასევე თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკისა და საქმიანობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობას, რაც ასახულია მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესაბამის მიზნებთან მიმართებაში.
- ის ითვალისწინებს კომპანიის ჩართულობას და თანამშრომლობას გარე დაინტერესებულ მხარეებთან.
რით განსხვავდება ტრანსფორმაციული მმართველობა კონვენციური კორპორაციული მმართველობისგან?
ტრანსფორმაციული მმართველობა გვთავაზობს მმართველობის უფრო ჰოლისტიკურ ხედვას გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ასეთი, ის უზრუნველყოფს ერთგვარი გამადიდებელი შუშის ეფექტს, რომლის მეშვეობითაც კომპანიებს შეუძლიათ გააუმჯობესონ და გააფართოონ მმართველობის გაგება არა მხოლოდ მათ შიდა მმართველობასთან (კორპორაციული მმართველობა) მიმართებით, არამედ, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი იმ გარემოსა და საზოგადოებაზე, სადაც ისინი ფუნქციონირებენ (მდგრადი მმართველობა) და თუ როგორ შეუძლიათ მათ სხვადასხვა დონეზე შეუწყონ ხელი ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას (გლობალური მმართველობა).

როგორ უკავშირდება ტრანსფორმაციული მმართველობა ათ პრინციპს?
მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების საფუძველს წარმოადგენს და დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვის.
ამრიგად, ტრანსფორმაციული მმართველობა ეხმარება კომპანიებს წვლილი შეიტანონ ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც საზოგადოება და კომპანიები შეძლებენ განვითარებას და მიაღწევენ წარმატებას.
ტრანსფორმაციული მმართველობა მოიცავს და აძლიერებს კომპანიების ვალდებულებას ათივე პრინციპის მიმართ. მაგალითად, ის მოუწოდებს კომპანიებს, მიიღონ ბევრად უფრო ქმედითი ზომები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაში, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასა და სათანადო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღებაში, ასევე, ყველაზე მოწყვლადი თანამშრომლების დაცვაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული მმართველობა ჩემი ბიზნესისთვის?
კომპანიებისთვის, რომლებიც უფრო მეტად ერთვებიან მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესრულებაში და ინვესტირებას ახდენენ ტრანსფორმაციულ მმართველობაში, არსებობს მთელი რიგი სარგებელი:
1
პასუხისმგებლიან კომპანიებს სურთ ოპერირება და მომსახურების გაწევა იმ საზოგადოებაში, სადაც არსებობს ინსტიტუტები, კანონები და სისტემები, რომლებიც იცავენ უშუალოდ მათ, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მთავარი პრინციპების მხარდაჭერით, ისინი ხელს უწყობენ უფრო მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ სარგებელს მოუტანს თავად ბიზნესს.
2
კომპანიებისგან სულ უფრო მეტად მოელიან პასუხისმგებლიან ქცევასა და ეთიკური ლიდერობის დემონსტრირებას. ეს მოიცავს არა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც უშუალოდ ეხება მდგრად განვითარებას და ანგარიშგებას, არამედ ინვესტორების მზარდ მოთხოვნებს. ტრანსფორმაციული მმართველობა დაეხმარება კომპანიებს გამოავლინონ და აღმოფხვრან არსებული ხარვეზები ამ მოლოდინებთან დაკავშირებით.
3
ვინაიდან თანამშრომლები და დაინტერესებული მხარეები მზარდ ყურადღებას იჩენენ კომპანიის ღირებულებების, პრინციპებისა და ქცევის მიმართ, ტრანსფორმაციული მმართველობისადმი ერთგულება და პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმართვა შეიძლება კომპანიებისთვის გადამწყვეტ აქტივს წარმოადგენდეს ნიჭიერი კადრების მოზიდვისა და ურთიერთობების გაძლიერების მიმართებით.
თვითშეფასების
ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს
ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ტრანსფორმაციული
მმართველობის პრინციპები.
თვითშეფასების ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ტრანსფორმაციული მმართველობის პრინციპები.