ტრანსფორმაციული მმართველობის ინსტრუმენტის სახელმძღვანელო

ჩამონათვალი მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიებს გააცნობიერონ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა საჭიროა თვითშეფასების მომზადებისა და მისი განხორციელების მიზნით. რეკომენდებულია, რომ მსხვილმა კომპანიებმა აღნიშნული ნაბიჯებისთვის მზადება დაიწყონ ერთი-ორი კვირით ადრე, რომ საკმარისი დრო ჰქონდეთ გუნდის შესაქმნელად და შესაბამისი მონაცემების შესაგროვებლად.
პრაქტიკული მითითებები
1
განსაზღვრეთ საკონტაქტო პირი, რომელიც თქვენი კომპანიის სახელით შეავსებს შეფასების ფორმას. აღნიშნული პირი, შესაბამისი ინფორმაციის შესაგროვებლად, წარმართავს კოორდინაციას სხვა გუნდებთან ონლაინ რეჟიმში შეფასების დასრულებისა და კომპანიაში შედეგების გაზიარების მიზნით.
2
განსაზღვრეთ, თუ ვინ იქნებიან გუნდის სხვა წევრები, რომლებიც წვლილს შეიტანენ შეფასების პროცესში. ინსტრუმენტი მოიცავს კომპანიის პოლიტიკასა და პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია ლიდერობასთან, ეთიკასთან, შესაბამისობასთან, გამჭვირვალობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, მთავრობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ადამიანური რესურსების მართვასთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვასა და შესყიდვასთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ინფორმაციის მიღება შესაბამისი კოლეგებისგან. თქვენ ასევე შეიძლება დაგჭირდეთ კომუნიკაცია ძირითად მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან.
3
შეფასების დაწყებამდე ჩამოტვირთეთ ეს დოკუმენტი და გაუზიარეთ ის შეფასების გუნდის წევრებს. შეფასების დასრულების მიზნით, შეაგროვეთ შესაბამისი მონაცემები და ანგარიშები.
4
შეავსეთ შეფასება ონლაინ რეჟიმში. ონლაინ რეჟიმში შეფასების გასაკეთებლად გამოიყენეთ შეფასების გუნდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. შევსების პროცესში თქვენს მიერ მითითებული პასუხები იქნება შენახული და თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუბრუნდეთ მათ და მოგვიანებით დაასრულოთ შეფასება.
5
მიიღეთ თქვენი შედეგები. ტრანსფორმაციული მმართველობის თვითშეფასების ინსტრუმენტის პლატფორმა შექმნის შედეგების გვერდს, რომლის გაზიარებაც შემდგომ იქნება შესაძლებელი. შედეგები მოიცავს როგორც საერთო ქულას, ასევე პროგრესს ტრანსფორმაციული მმართველობის სხვადასხვა მიდგომის მიხედვით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გუნდურად გადახედოთ შედეგებს, რაც დაგეხმარებათ განიხილოთ არსებული ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები და შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა.
6
მიმართეთ შესაბამის რესურსებს თქვენი მიდგომის გასაძლიერებლად. ინსტრუმენტი მიგითითებთ იმ რესურსებზე, რომლებიც დაგეხმარებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში.