GE

ვაკანსიები

ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების მენეჯერი 

ვაკანტური პოზიცია: ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების მენეჯერი 

დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

დასაქმების ვადა:  1 წელი, გაგრძელების პერსპექტივით (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით) 

 
ჩვენ შესახებ: 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG) წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავალის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით. 

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 140-ზე მეტი წევრი ჰყავს. 

ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების მენეჯერის პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობა არის გაეროს გლობალურ შეთანხმებაში კომპანიების გაწევრიანებასა და პლატფორმაში მათ ეფექტურ ჩართულობაზე ზრუნვა, ამასთან სექტორთა შორის პარტნიორული პროექტების დაგეგმვის და განორციელების ხელშეწყობა.  

სამუშაო აღწერილობა:  

  • გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში ახალი კომპანიების გაწევრიანების უზრუნველყოფა და მათი ჩართულობის გაზრდასა და გააქტიურებაზე ზრუნვა; 
  • ორგანიზაციის სერვის პაკეტებსა და საინფორმაციო მასალებზე მუშაობა და წევრ კომპანიებთან ორგანიზაციის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;  
  • ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის პარტნიორული პროექტების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათი საჭიროებების გაცნობა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება; 
  • ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის პარტნიორული პროექტების შემუშავებაში მხარდაჭერა;  
  • პროექტის პროგრესის კომუნიკაცია პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; 
  • გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრების ლოიალობისა და კმაყოფილების ზრდის მიზნით წევრების აზრთა გამოკითხვა და რეკომენდაციების შემუშავება;  
  • ორგანიზაციაში ანგარიშების, კვლევების, გაიდლაინებისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, განახლებასა და ანალიზში ჩართულობა;  
  • ორგანიზაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობა ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობისა და მათგან ფონდების მოძიების მიზნით; 
  • გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია ბიზნესის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; 
  • სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერთან ერთად კერძო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;  
  • განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგება მიმართალების ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან; 
  • საჭიროების მიხედვით ორგანიზაციის ფონდების მოძიების პროცესში ჩართულობა 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს მენეჯმენტში, მარკეტინგში ან მათთან მომიჯნავე სფეროში 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო ან სამოქალაქო სექტორში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან 

უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა 

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ცოდნა კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ და ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება 

საჭირო უნარ-ჩვევები: 

პროფესიონალიზმი 

  • მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია 
  • დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა 
  • გადაწყვეტილებების მიღება ეთიკური სტანდარტების დაცვით  

 პროგრესულობა 

  • ახალ მეთოდოლოგიებთან და ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი  
  • შემოქმედებითი აზროვნება და ახალი იდეების ინიცირება 
  • სწავლისა და განვითარების სურვილი  

გუნდურობა 

  • გუნდის წევრებთან ერთად ეფექტური მუშაობა  
  • გუნდის წევრების მხარდაჭერა საერთო მიზნების მისაღწევად  

ენთუზიაზმი 

  • პოზიტიური დამოკიდებულება საქმის მიმართ  
  • ინოვაციური ხედვა და მოტივაცია

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მეილზე [email protected] გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • CV ინგლისურ ენაზე, ორი რეკომენდატორის მითითებით 
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე  

 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითეთ: ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების მენეჯერი  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

გისურვებთ წარმატებებს!

*იხილეთ ვაკანსია ბრაუზერის ცალკე ჩანართში.

Consultant, Fundraising for Eastern Europe and Central Asia Local Network Regional Network Council (RNC)