ადგილობრივი ქსელების გაცვილითი პროგრამა: ვიზიტი ნიუ-იორკში
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, ფინანსური ხელმძღვანელი თემურ ტყეშელაშვილი, ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ანა დგებუაძე და აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერი ქეთი ბოჭორიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით, ნიუ-იორკში გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, განხილულ იქნა 2025 წლის პროგრამული პრიორიტეტები, გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამების რეგიონალიზაცია და ლოკალიზაცია, აქსელერაციის პროგრამები, ინიციატივა Forward Faster, კორპორაციული მდგრადობის აკადემია, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები, რაზეც გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელები მუშაობენ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქსელებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე.
პროგრამაში მონაწილეობას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, უკრაინის, თურქეთის, პოლონეთის და აზერბაიჯანის ქსელის წარმომადგენლები იღებდნენ.