GE

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • საკონტაქტო პირი:

    გიორგი ქობალია

  • ტელ:

    +995 593 524648

  • ელ. ფოსტა: info@ghga.ge
  • მისამართი:

    წალენჯიხა, ზღვაიას დასახლება 5200

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2013 წელს შეიქმნა. ასოციაციაში, ამ დროისთვის, 25,000-მდე წევრია, რომლებიც 2600 სამუშაო ჯგუფში არიან გაერთიანებულნი. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაციის სამუშაო პროცესი გამოირჩევა იმით, რომ გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მოძებნონ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ღირსეული სამუშაოთი და ეკონომიკური ზრდით უზრუნველყოფა, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრით, საშუალება მოგვეცემა, ბევრად ეფექტურად მივაღწიოთ პრიორიტეტულ მდგრადი განვითარების მიზნებს.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

I ეტაპი:
აპლიკანიტის შესახებ მონაცემები (იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
რეზიუმე;
შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია;
პრეზენტაცია;

II ეტაპი:
პროექტი;
სამუშაო გეგმა;
ბიუჯეტი;

თითოეულ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ აღემატება 5 სამუშაო დღეს.

CEO:

ეფექტურად უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის აღმოფხვრა და უთანასწორობის შემცირება – ესაა გზა, რომლითაც მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანს მივაღწევთ.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა