შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი კერძო, აკრედიტირებული, დასავლური ღირებულებების მოზიარე უნივერსიტეტია, რომელიც 5 სკოლას (ფაკულტეტს) აერთიანებს. ესენია: ბიზნესის სკოლა, სამართლის, სოც. მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, მედიცინის სკოლა.
პრიორიტეტული მიმართულებები:
უმაღლესი განათლება
პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
საჭიროა წერილი პროექტის აღწერილობის შესახებ ყველა საჭირო დეტალით, რათა უნივერსიტეტის მზაობის შემთხვევაში, მარტივად გავრცელდეს ინფორმაცია შესაბამის პირებთან.
CEO
უნივერსიტეტი, რომელიც საზოგადოებრივი მისიიდან გამომდინარე, საკუთარი საქმიანობით, გამუდმებით მზადაა, იყოს ერთგული იმ ღირებულებებისა და ამოცანებისა, რაც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ისტორიული ამოცანებიდან, წარმატებით იქნეს გამოყენებული ქვეყნის გენეტიკურად ყველაზე ძლიერი, ინტელექტუალური რესურსი, ქვეყნის მომავალი ინტეგრაციული და წარმატებული განვითარებისათვის.