საქართველოს რეფორმების ასოციაცია
“საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS“ მრავალპროფილური, ანალიტიკური ცენტრია, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში დაარსდა. GRASS-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს მოიცავს. დაარსებიდან დღემდე, GRASS-მა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების, განათლების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მოწყვლადი ჯგუფებისა (იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობების) და მედიის მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციური პროექტი „ფაქტ-მეტრი“, გამოცემული აქვს მრავალი პუბლიკაცია განათლების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ქართული პოლიტიკის სიღრმისეული ანალიზი “GRASS BRIEF-ის“ სახით. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, „ფაქტ-მეტრი“, როგორც პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული წევრი, Facebook-ის ადგილობრივი პარტნიორია.