საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია — GREDA (თეგი) გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების მონაწილეა.
GREDA, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ამჟამად 40-მდე წევრს – განახლებადი ენერგიის სადგურების დეველოპერ და მფლობელ კომპანიებს აერთიანებს.
ორგანიზაციის მიზანია – საქათველოში განახლებადი ენერგიის პროექტების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორებთან, ასევე, ფინანსურ ინსიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
CEO:
“ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის უზრუნველყოფა გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია. ამავე მიზანს ემსახურება GREDA – ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსის სრულ ათვისებას. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო მდგრად განვითარებას, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც და ამასთან ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას განამტკიცებს.“
ხარისხიანი განათლება – GREDA-ს მიერ შემუშავებულ იქნა საგანმანათლებლო- შემეცნებითი პროგრამა IX-XII კლასელთათვის, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებს განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
გენდერული თანასწორობა – GREDA დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკის სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხის წამოწევას და ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში.
ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია – განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის მისი პოპულარიზაცია და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება GREDA-ს საქმიანობის ძირითადი ამოცანაა.
ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, რაც სუფთა ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას გულისხმობს, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, როგორც ახალი ობიექტების მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში. აქ იგულისხმება როგორც ელექტროსადგურების მშენებლობისას და ოპერირებისას სამუშაო ადგილების შექმნა, გადასახადები და სხვა, ასევე ქვეყნის ელექტროსისტემაში ახალი გენერაციის ობიექტების დაერთება, რაც ბიზნესის განვითარებისთის აუცილებელი წინაპირობაა.
მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება გულისხმობს მეცნიერების განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და იწვევს რეგიონული ინფრასტრუქტური განვითარებას.
კლიმატის მდგრადობის მიღწევა – განახლებადი ენერგიის ათვისება და გამოყენება გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთვარი ხელისშემშლელი ფაქტორია.
მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები – ბიზნესისთვის თანასწორი და სამართლიანი საინვესტიციო გარემოს შექმნის მხარდაჭერა; საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ ბაზართან დაახლოვების ხელშეწყობა.
პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – კერძო, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორებთან პარტნიორობა განახლებადი ენერგიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.