GE

USAID CSEP ტრენინგი თემაზე – როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა ტრენინგი თემაზე – „როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს“.

ტრენინგზე ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. აღნიშნული საკითხის შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, რატი ზაუტაშვილმა ისაუბრა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მოლაპარაკების ტექნიკების შესახებ კერძო სექტორის პერსპექტივა კი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაქირავებულმა ექსპერტმა, მარიკა მხეიძემ წარადგინა.

ბიზნესთან თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა საპროექტო წინადადებები.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის 13-მა წარმომადგენელმა მიიღო.

გააზიარე: