მიღწევები
პლატფორმის წევრების რაოდენობა გაიზარდა
გაიზარდა პლატფორმის წევრთა რაოდენობა 31-დან 78 წევრამდე.
ორგანიზაციას ახალი სტრატეგია აქვს
შემუშავდა ახალი ხუთწლიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
თანამშრომლობა UNEP-თან
დაიწყო თანამშრომლობა გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP), რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს განავითარონ ეკოინოვაციური მიდგომები და იზრუნონ გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაზე
USAID-ის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო
დაიწყო თანამშრომლობა USAID-ის ACCESS-ის პროგრამასთან, რომელიც მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით სექტორებს შორის პარტნიორობებს შეუწყობს ხელს.
ახალი კვლევები
ჩატარდა კვლევები: COVID 19-ის გავლენა ბიზნესსექტორზე საქართველოში; სამოქალაქო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში;
სასწავლო ვიზიტი
GCNG-ის ფასილიტაციით შედგა საქართველოს მთავრობის, ბიზნესის, მედიისა და ადგილობრივი ორგანიზების სასწავლო ვიზიტი შვედეთსა და დანიაში;
VNR ანგარიში
მომზადდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგში არსებული პროგრესის შესახებ ბიზნეს კონტრიბუციის ანგარიში, რომელიც თანდართულია, მთავრობის მიერ მომზადებულ ნებაყოფლობით ეროვნულ მიმოხილვაზე (Voluntary National Review) და განთავსებულია გაეროს ვებგვერდზე.
Sustainability Spotlight
შემუშავდა კონცეფცია კორპორაციული მდგრადობის თემატიკაზე საქართველოში პირველი ჟურნალისთვის „Sustainability Spotlight.”
დაფუძნდა კორპორაციული მდგრადობის აკადემია
შემუშავდა კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კონცეფცია და სალექციო კურსისთვის გადამზადდნენ აკადემიური თანამშრომლები.
- 1
- 2