GE

შვედეთის ელჩის – ანა ლიბერგის სტუმრობა

შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ანა ლიბერგმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდთან შეხვედრა გამართა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. 2024 წლის იანვრიდან პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია დააჩქაროს და გაზარდოს ბიზნესის ჩართულობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში საქართველოში, ამბიციური მიზნების, გაზრდილი ანგარიშვალდებულების, ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩს ქსელის მისია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შვედეთის მთავრობა 2018 წლიდან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობის მხარდამჭერია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ერიკ ილესი, შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი, თინა გენებაშვილი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდი.

გააზიარე: