GE

“Business & Human Rights’’ 6 თვიანი აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა “Business & Human Rights’’ 6 თვიანი აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.

პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიებს შეაფასონ მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე, წარმართონ ადამიანის უფლებათა გულმოდგინე შესწავლის პროცესი და გააცნონ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განვლილი გზა დაინტერსებულ მხარეებსა და საზოგადოებას.

22 თებერვალს, კომპანიების მონაწილეობით, აქსელერაციის პროგრამის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის მოლოდინების განხილვა და ასევე, პირველი გლობალური სესიის ფარგლებში განხილული საკითხებზე მსჯელობა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უკვე მეორე წელია, „Business & Human Rights’’ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობს

გააზიარე: