CS Academy: კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში გრძელდება სასერტიფიკატო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის.
7 მარტს, განხილულ იქნა კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება. გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და მათთან კომუნიკაციაზე; კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობასა და კერძო სექტორის მხირდან მისი დანერგვის საჭიროებაზე. ასევე განხილულ იქნა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მაგალითები.
აქტივობა ხორციელდება @USAIDGeorgia -ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.