GE

CS აკადემია: დაფინანსების შესაძლებლობები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში გრძელდება სასერტიფიკატო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის.

5 მარტს, განხილულ იქნა დაფინანსების შესაძლებლობები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის. კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი ეკონომიკის ზოგად მიმოხილვას, საქართველოში არსებული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების შესახებ ინფორმაციას, განიხილეს ფონდების მოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ამასთან ერთად უნარ-ჩვევები, რომლებიც აღნიშნულ პროცესში დაეხმარება მათ, სწორად დასახონ სტრატეგია და მოახდინონ შესაბამისი კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან.

აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia -ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.

გააზიარე: