GE

CS აკადემია: ლექცია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში გრძელდება სასერტიფიკატო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის.

27 თებერვალს, განხილულ იქნა მდგრადობა სოციალურ ჭრილში, აქცენტით ბიზნესსა და ადამიანის უფლებებზე.

გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრეს გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებსა და კომპანიების მხრიდან, ადამიანის უფლებების პატივისცემის დასანერგად გამოყენებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისა და დარღვევით გამოწვეული არასასურველი შედეგების აღმოფხვრის პროცესებზე.

აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.

გააზიარე: