GE

CSEP – „სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები“

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ორგანიზაციები და საპროექტო წინადადებები წარადგინეს. ასევე, ყურადღება დაეთმო სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. გაიმართა დისკუსია სექტორული თანამშრომლობის შესახებ.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობა კერძო და სამოქალაქო სექტორის 18-მა წარმომადგენელმა მიიღო. ✔კერძო სექტორიდან შეხვედრას ესწრებოდნენ “ვისოლ ჯგუფის”, „Cerberus Frontier“, “AIS Georgia “Avon Georgia” და „რითეილ ასოციაციის“ წარმომადგენლები.

გააზიარე: