GE

CSEP – ტრენინგი თემაზე „როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს“

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა ტრენინგი თემაზე – „როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს“.

ტრენინგის პირველ ნაწილში, ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. ასევე, განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითები. აღნიშნული თემატური მიმართულებების შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, რატი ზაუტაშვილმა ისაუბრა.

ტრენინგის მეორე ნაწილში საკუთარი გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კერძო სექტორის პერსპექტივიდან, „ლიბერთი ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ტაპი ზაქარიაძემ გაუზიარა.

წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა საპროექტო წინადადებები, ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის გაღმავების მიზნით. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო სექტორის 11-მა წარმომადგენელმა.

გააზიარე: