GE

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის,”აწარმოე საქართველოს” და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, დამატებით 15 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა.

კურსის მეშვეობით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და დანერგონ კორპორაციული მდგრადობის სტანდარტები საკუთარ კომპანიებში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ საექსპორტო საქმიანობაში.

ექსპორტის მენეჯერთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ზუგდიდში, „აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრში გაიმართა.

გააზიარე: