GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს კონკურსს 2024 წლის SDG პიონერების გამოსავლენად

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს კონკურსს ადგილობრივი SDG პიონერების გამოვლენის მიზნით. SDG პიონერები არიან ბიზნეს პროფესიონალები, რომლებიც კომპანიებში თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. წელს გამოვლინდება ორი ადგილობრივი SDG პიონერი, რომელთაგანაც ერთი წარმოადგენს მსხვილ, ადგილობრივ ან ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ხოლო მეორე – მცირე და საშუალო საწარმოებს.

შერჩეულ ადგილობრივ პიონერებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გლობალური SDG პიონერების ფინალურ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებულები 2024 წლის გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტის ფარგლებში სექტემბერში გამოვლინდებიან.

განაცხადის შევსების ან კანდიდატების ნომინირების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი. მონაწილეები უნდა იყვნენ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლები. განაცხადი ივსება ინგლისურად.

განაცხადის ბმული: https://forms.gle/9oK5QEt1pMJB7367A

ნომინაციის ბმული: https://forms.gle/886vtjYCjf5amJtT8

ხშირად დასმული კითხვები *(ინგლისურად): https://t.ly/TFInO

გააზიარე: