GE

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე მხარეთა 28-ე კონფერენცია

3 დეკემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე მხარეთა 28-ე კონფერენციის (COP28) ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი მოდერატორის რანგში, წარუძღვა გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას Building Business Resilience through ESG Strategies.

დისკუსიაში, სადაც უკრაინის მდგრადი აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს, მონაწილეობა წამყვანი უკრაინული ბიზნესის, საერთაშორისო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ყურადღება გამახვილდა კრიზისის დროს ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.

დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა, ასევე, ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

გააზიარე: