გარემოს დაცვის არსებითი საკითხები – მეგი შუბალიძის ლექცია კერძო სკოლა “აისი”-ში
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გარემოს დაცვის მენეჯერმა, მეგი შუბალიძემ ქსელის წევრის – კერძო სკოლა „აისის“ მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის არსებითი საკითხების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა.
მეგი შუბალიძე მოსწავლეებს ნარჩენების მართვის, სათბურის ეფექტის, დაბინძურების, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში თითოეული ინდივიდის როლსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა.